კარლ მარია ფონ ვებერი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გამოჩენილი გერმანელი კომპოზიტორი და პიანისტი - კარლ მარია ფონ ვებერი (1786-1826 წლები) ერთობ ამბიციური და “განდიდების მანიით” შეპყრობილი პიროვნება იყო. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ ვებერს ძალიან აღიზიანებდა,როდესაც მისი თანდასწრებით სხვა კომპოზიტორებს შეაქებდნენ.მას განსაკუთრებით გენიალური იტალიელი კომპოზიტორის – ჯოაკინო როსინის ქება აღიზინებდა,იმ როსინისა,რომელიც გერმანელ კომპოზიტორს უსაზღვროდ სძულდა.ვებერის სიძულვილი კონკურენტი კომპოზიტორისადმი იმდენად მაღალი იყო,რომ იგი ნაცნობებთან საუბრისას ყოველთვის აძაგებდა მას.ვებერი ამბობდა: ჯოაკინო უნიჭოა,მისი მუსიკა მხოლოდ და მხოლოდ – მოდაა,ის მოდა,რომელსაც რამდენიმე წელიწადში დაივიწყებენ…
ნაცნობებთან ერთ-ერთი ასეთი საუბრისას გერმანელმა კომპოზიტორმა როსინის შესახებ თქვა: ” – ეს ახლადგამოჩეკილი როსინი იმის ღირსადაც კი არ მიმაჩნია,მასზე საერთოდ ვინმემ ილაპარაკოსო”.
ვებერის ნათქვამმა როსინის ყურამდე მალევე მიაღწია და მან საპასუხოდ გერმანელ კომპოზიტორს ასეთი რამ შეუთვალა: ” – გადაეცით როსინის,რომ მისი ნააზრევი და ნათქვამი მას სრულიად აწყობს და აკმაყოფილებსო”. – (ავტორი გენია.ჯი)
ჯოაკინო როსინი