იგნაცი იან პადერევსკი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ერთ-ერთი კონცერტის დასრულების შემდგომ ლეგენდად ქცეულ გენიალურ პოლონელ პიანისტთან და კომპოზიტორთან – იგნაცი იან პადერევსკისთან (1860-1941 წლები) აღფრთოვანებული და თვალებგაბრწყინებული პატარა გოგონა მივიდა.მან კომპოზიტორს მდაბლად დაუკრა თავი და თავაზიანად,სრული გულწრფელობით უთხრა: ” – მაესტრო,ახლა,როდესაც მე თქვენ მოგისმინეთ,შეგიძლიათ,სრულიად გულდამშვიდებულმა გარდაიცვალოთო”. – რამდენიმე დღეში იგნაცი იან პადერევსკი (ერთი წლის განმავლობაში ეკავა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა) მართლაც გარდაიცვალა, და ალბათ,მართლაც გულდამშვიდებული,რადგან მისი სახელი სამარადჟამოდ ჩაიწერა ოქროს ასოებით მსოფლიო სამუსიკო ხელოვნების ლექსიკონსა და ენციკლოპედიაში. – (ავტორი გენია.ჯი)