იგნაცი იან პადერევსკი – “ეპიზოდი”
მას შემდგომ,რაც 1919 წლის 18 იანვარს პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დიდი პოლონელი პიანისტი და კომპოზიტორი – იგნაცი იან პადერევსკი (1860-1941 წლები) დაინიშნა,საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა – ჟორჟ კლემანსომ,რომელიც თავის მხრივ,პადერევსკის მუსიკალური შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო,მას წერილი გაუგზავნა და პრემიერად არჩევა მიულოცა.მისალოცი წერილის ბოლოში კი პადერევსკის პროფესიის ცვლილებით გაღიზიანებულმა და დამწუხრებულმა კლემანსომ იგნაცის შემდეგი მრავლისმეტყველი სიტყვით მიმართა: ” – დღემდე თქვენ პირველი პიანისტი და არტისტი იყავით მთელს მსოფლიოში,ახლა კი,მხოლოდ და მხოლოდ პრემიერი; ღმერთო ჩემო,როგორი ვარდნაა! ღმერთო ჩემო,როგორი დაცემაა!” – (ავტორი გენია.ჯი)
ჟორჟ კლემანსო