მურმან ლებანიძე – “რა მოსწყურდა სისხლი და…”

რა მოსწყურდა სისხლი და

რა მოსწყურდა მძორი,

(ვეშაპივით!) ნისლიდან

გამოცურდა ქორი…

* * *

ქორო,ქორო,

თავს ნუ დაჰფრენ ხალხებს!

ეგ ჭანგები -

ღინჭილებად – ბალღებს!

ეგ ბუმბული -

ჩიტებს,ბუდის საფენად!

ეგ შენი ფრთა -

ქართველს,ისრის საფრენად!

კომენტარის დატოვება