ეკატერინა ფურცევა – “ეპიზოდი”

1960-1974 წლებში საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრის პოსტი ეკავა – ეკატერინა ფურცევას (1910-1974 წლები),რომელსაც ერთობ მკაცრ,სასტიკ,ხისტ და ოდიოზური გადაწყვეტილებების მიმღებ ქალბატონად ახასიათებენ დღემდე. (ავტორი გენია.ჯი) კომუნისტური პარტიისა და სოციალისტური იდეოლოგიის ერთგულმა ფურცევამ კულტურის მინისტრობის პერიოდში “წითელ იმპერიაში” არ დაუშვა ისეთი ლეგენდარული და პოპულარული ინგლისური ჯგუფების კონცერტების გამართვა,როგორებიც გახლდნენ – “ბითლზები” და “როლინგ სტოუნზი”.გარდა ამისა,მისივე პირადი ინიციატივით იქნა სრულიად გარიყული და იგნორირებული პოლონური წარმომავლობის მქონე გენიალური რუსი ვიონჩელისტი,დირიჟორი და მუსიკოსი – მსტისლავ როსტოპოვიჩი.როგორც ირკვევა,ეკატერინას განსაკუთრებული სიძულვილი როსტოპოვიჩის მიმართ გამოუწვევია იმ გარემოებას,რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუსიკოსის ქალაქ გარეთ არსებულ ვილაში იმალებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიმართ ნეგატიურად განწყობილი და იმავე ხელისუფლების მიერ ძებნილად გამოცხადებული გამოჩენილი რუსი მწერალი-დისიდენტი – ალექსანდრე სოლჟენიცინი.ფურცევას ამაზრზენმა დამოკიდებულებამ საბოლოო ჯამში მსტისლავი იძულებული გახადა თავი უცხოეთისათვის შეეფარებინა.

ცენზორმა ეკატერინამ კულტურის მინისტრობის პერიოდში ანტისაბჭოთა იდეებით განმსჭვალული მრავალი საბჭოთა ხელოვანი დასცა ძირს.თუმცა ნათქვამია: – “დრონი მეფობენ და არა მეფენიო”, და საბოლოო ჯამში თავადაც “დაეცა”.არაოფიციალური და კულუარული ინფორმაციის თანახმად,ფურცევას “დაცემის” უმთავრეს მიზეზად საკუთარი ქალიშვილი – სვეტლანა იქცა. 1974 წელს კულტურის მინისტრმა თავის აგარაკზე ბარვიხში სარემონტო სამუშაოების წარმოება დაიწყო.მდიდრული და უზრუნველი ცხოვრების მოყვარული სვეტლანა გავლენიან დედას შეუჩნდა,რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა,მოსკოვის დიდ თეატრში დასამონტაჟებელი ძვირფასი ხისგან დამზადებული პარკეტის გარკვეული რაოდენობა თავისი აგარაკის მოსაპირკეთებლად გამოეყენებინა.სწორედ აქ დაუშვა მიუტევებელი შეცდომა სოციალისტური იდეების ერთგულმა მქადაგებელმა სსრკ-ს კულტურის მინისტრმა ქალმა,რადგან იგი ქალიშვილის “კაპრიზს” დაყაბულდა და თავისი აგარაკის იატაკი მოსკოვის დიდი თეატრისათვის განკუთვნილი პარკეტით მოაპირკეთებინა ხელოსნებს.ეს ფაქტი ფურცევას “კეთილისმსურველებმა” საბჭოთა კავშირის გენსეკს – ლეონიდ ბრეჟნევს მოახსენეს.აღნიშნული მოხსენებიდან რამდენიმე დღეში კი, 1974 წლის 24 ოქტომბერს ეკატერინა ფურცევა საკუთარი ბინის აბაზანაში იპოვეს გარდაცვლილი.ოფიციალური ვერსიის თანახმად იგი ინფარქტს ემსხვერპლა.თუმცა სხვა ვერსიით მან  სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,რაც “სუკი”-ს იმ დროინდელმა ხელმძღვანელმა – ვლადიმერ კრიუჩკოვმაც დაადასტურა მოგვიანებით. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>