ნიკოლოზ ნეკრასოვი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი რუსი პოეტი,მწერალი და პუბლიცისტი – ნიკოლოზ ნეკრასოვი (1821-1878 წლები),რომელსაც მისი თანამედროვეები ერთობ ცუდი ხასიათის მქონე პიროვნებად ასახელებდნენ (ამბობდნენ,რომ ის იყო ძუნწი,ნაღვლიანი,შურისმაძიებელი,შფოთისთავი და ასე შემდეგ) რამდენიმე ხნის განმავლობაში თავისი უახლოესი ლიტერატორი მეგობრის – ივანე პანაევის სახლში ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში. (ავტორი გენია.ჯი) მალევე ქალაქში ხმა გავრცელდა,რომ ნეკრასოვმა სასიყვარულო რომანი გააბა პანაევის ულამაზეს მეუღლესთან – ავდოთია ბრიანსკაისათან,რომელსაც პოეტმა რამდენიმე ლექსიც კი მიუძღვნა.აღნიშნულმა ხმებმა ნეკრასოვის მეგობრის ყურამდეც მიაღწია,თუმცა მან ამ ამორალურ და აღმაშფოთებელ ფაქტზე “დიდსულოვნად” დახუჭა თვალები… თუმცა პანაევისაგან განსხვავებით,ნეკრასოვი თავისი არაკაცური საქციელის გამო მისმა სხვა მეგობრებმა დასაჯეს: ისინი უნდობლობის ნიშნად,ნიკოლოზი აღარასოდეს მიუპატიჟებიათ იმ წვეულებებზე,რომლებზეც მათი მეუღლეებიც იყრიდნენ თავს. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,მას შემდგომ,რაც ივანე პანაევი გარდაიცვალა (1862 წლის 2 მარტი),ნეკრასოვმა ავდოთიასთან სამოქალაქო ქორწინების აქტი გააფორმა.
ივანე პანაევი
ავდოთია ბრიანსკაია