პეტრე კროპოტკინი – “ეპიზოდი”
ანარქო-კომუნიზმის ანუ თავისუფალი კომუნიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა რუსმა რევოლუციონერ-ანარქისტმა,გეოგრაფმა და სწავლულმა - პეტრე კროპოტკინმა (1842-1921 წლები) 1878 წლის 8 ოქტომბერს 36 წლის ასაკში ჯვარი დაიწერა ებრაული წარმომავლობის მქონე რუსი რევოლუციონერის 22 წლის ქალიშვილზე – სოფია ანანიევა-რაბინოვიჩზე. (ავტორი გენია.ჯი) ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი წინაპირობა ქორწინებისა.კერძოდ,თავისი ანარქისტული მსოფლმხედველობით სახელგანთქმულმა კროპოტკინმა და მისმა მომავალმა მეუღლემ,რომელიც ასევე ანარქისტული ხედვებით იყო გამორჩეული,პირობა დადეს,რომ დაქორწინების შემთხვევაში ისინი ერთმანეთთან სარეცელს მხოლოდ და მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ გაიყოფდნენ… ასეთი უცნაური წინაპირობის მქონე ქორწინებას პეტრემ თავიდანვე – “რაციონალური ქორწინება” უწოდა.მიუხედავად ამისა,სოფია კროპოტკინის ერთგული მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე დარჩა და მასთან თანაცხოვრებაში ქალიშვილი,სახელად – ალექსანდრაც შეეძინა,რომელიც მოგვიანებით ისეთ გამოჩენილ ინგლისელ მწერალს შეუყვარდა,როგორიც გახლდათ – უილიამ სომერსეტ მოემი.თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც,რომ ალექსანდრამ არჩევანი არა სახელოვანი ინგლისელი მწერლის,არამედ რუსი იურისტის – ბორის ლებედევის სასარგებლოდ გააკეთა. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,აღნიშნული პოსტი Genia.Ge-ს მერვეათასე (8 000) პოსტია ინტერნეტ სივრცეში.
სოფია და პეტრე
ალექსანდრა კროპოტკინა