პიეტრო მასკანი – “ეპიზოდი”
იმ დღეებში,როდესაც დიდი იტალიელი ოპერის კომპოზიტორი - პიეტრო მასკანი (1863-1945 წლები) თავისი მუსიკალური ქმნილების პრემიერისათვის ემზადებოდა,მუსიკოსს რამდენიმე კლაკიორი ეწვია (დაქირავებული პირი,რომელმაც,მის მსგავს დაქირავებულებთან ერთად,თეატრში ტაშის კვრით,შეძახილებით,ყვირილით თუ სტვენით უნდა შექმნას მსახიობის ან სპექტაკლის წარმატების (ან პირიქით) შთაბეჭდილება).კლაკიორებმა მასკანის ულტიმატუმი წაუყენეს: მათმა კომპოზიტორს პირველი ათი პრემიერის სათანადოდ ჩატარების სანაცვლოდ (ყოველგვარი უსიამოვნო სიურპრიზების გარეშე) გარკვეული თანხა მოთხოვეს.კომპოზიტორი “დაუპატიჟებელი სტუმრების” სითავხედემ ძალიან გააბრაზა,მათ ფულის გადახდაზე უარი განუცხადა და სახლიდანაც გააძევა. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ საოპერო თეატრში პიეტრო მასკანის მუსიკალური ქმნილების საპრემიერო ჩვენება გაიმართა.პრემიერაზე,რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო,თვალშისაცემი იყო მეძუძური დედების სიმრავლე თავიანთ ყრმებთან ერთად.ეს კი თავის მხრივ,კლაკიორების მიერ მოწყობილი ერთობ “უსიამოვნო სიურპრიზი” გახლდათ კომპოზიტორისადმი,რადგან ჩვილებს კლაკიორებისაგან დაქირავებული მეძუძური დედები სწორედ იმ დროს აიძულებდნენ ეტირათ,როდესაც მუსიკალურ ნაწარმოებში ყველაზე საინტერესო მომენტები დგებოდა.ჩვილების მასიურ ტირილში კი იკრგებოდა არა მხოლოდ სოლოების და დუეტების,არამედ მთელი გუნდის ხმებიც კი.
ფაქტობრივად,რბილად რომ ვთქვათ,კლაკიორებმა პიეტრო მასკანის პრემიერა სრულიად გააფერმკრთალეს და ჩააგდეს (სწორედ ამ მიზეზით უხდიდა იმ პერიოდში მასკანისაგან განსხვავებით სხვა უამრავი კომპოზიტორი კლაკიორებს ფულს). – (ავტორი გენია.ჯი)