ლუი-ალექსანდრ ბერთიე – “ეპიზოდი”
ნაპოლეონ ბონაპარტის არმიაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა გენიალურ ფრანგ სამხედრო მოღვაწეს,საფრანგეთის მარშალსა და შტაბის უფროსს – ლუი-ალექსანდრ ბერთიეს (1753-1815 წლები).ბონაპარტთან განსაკუთრებული სიახლოვის გამო,ბერთიეს ხუმრობით – “იმპერატორის ცოლიც” კი შეარქვეს. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ ლუი-ალექსანდრე ჯარების ქმედებების კოორდინაციისა და დაგეგმარების ორგანიზაციის საკითხებში გასაოცარი ნიჭით გამოირჩეოდა.მის შესახებ ბერთიეს დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი ოფიცერი წერდა: “მისმა გონებამ გეომეტრიული სამოშაოების საშუალებით,რომელსაც მან მთელი თავისი ახალგაზრდული წლები მიუძღვნა,იმდენად დიდი სისწორე და სიზუსტე შეიძინა,რომ ბერთიე ბრძანებებს სრული მათემატიკური სიზუსტით გასცემსო”.სწორედ ამის გამო მიიჩნევდა ნაპოლეონის ბევრი “კეთილისმსურველი”,რომ იმპერატორი ყველა თავის გამარჯვებას ბერთიეს უნდა უმადლოდესო.ამის მაგალითად კი ის 1815 წელიც მოჰყავდათ,როდესაც ბონაპარტმა,რომელიც ბერთიეს გარეშე იყო დარჩენილი (ბერთიე 1814 წელს გადავიდა ლუი XVIII-ს მხარეზე) გამანადგურებელი მარცხი იწვნია ვატერლოოზე.ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით ნაპოლეონს სწორედ ამ დროს აღმოხდომია – “ბერთიე რომ მყოლოდა,ამ ბრძოლას მე არ წავაგებდიო”.
თუმცა ფაქტია,რომ ბონაპარტმა მის მიერ დაწერილ მემუარებში ბერთიეს ღალატი არ აპატია და იგი ერთობ აუგადაც მოიხსენია.მისი გონებრივი შესაძლებლობების შესახებ კი აღნიშნა – “ტექნიკური მახასიათებლებით არც ბერთიეს ტვინი გამოირჩეოდაო”.
1815 წლის 1 ივნისს ლუი XVIII-ეს სამსახურში ჩამდგარი ლუი-ალექსანდრ ბერთიე ბავარიის ქალაქ ბამბერგში არსებული საკუთარი ბინის მესამე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.ერთი ვერსიის თანახმად,ეს უბედური შემთხვევა გახლდათ,მეორე ვერსიის თანახმად – მკვლელობა,ხოლო მესამე ვერსიის თანახმად კი,ბერთიემ სუიციდის აქტი განახორციელა ნაპოლეონის წინაშე ჩადენილი ღალატის საპასუხოდ,რასაც იგი განსაკუთრებით განიცდიდა. – (ავტორი გენია.ჯი)