დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,გენიალური რუსი პრიმა-ბალერინის – მაია პლისეცკაიას (1925-2015 წლები) შემოქმედების დიდი თაყვანისმცემლები გახლდნენ არა მხოლოდ ჯონ კენედი (აშშ-ის პრეზიდენტი) და მისი მეუღლე – ჟაკლინი,არამედ ჯონის ძმა – რობერტიც.ცნობილია ისიც,რომ პლისეცკაიას აშშ-ი გასტროლების შემდგომ (სწორედ მაშინ შეხვდა მაია პირველად რობეტ კენედის) პრეზიდენტის ძმა თავის ტრაგიკულ აღსასრულამდე ყოველ დაბადების დღეზე უგზავნიდა პრიმა-ბალერინას საჩუქრებს.გარდა ამისა,რობერტ კენედიმ მაია პლისეცკაიას აშშ-ი გასტროლების ჟამს გადასცა უზარმაზარი ვარდების თაიგული,ოქროს სამაჯური,მცირე ზომის ოქროს მორიელი და მთავარანგელოზ მიქეილის პატარა ხატი.რობერტ კენედის მიერ მაია პლისეცკაიასადმი გამოხატული ესოდენ დიდი თაყვანისცემა განპირობებული გახლდათ არა მხოლოდ მისი შემოქმედების სიყვარულით,არამედ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებითაც.დაასახელეთ ეს გარემოება. – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: ორივე მათგანი 1925 წლის 20 ნოემბერს იყო დაბადებული.