პენ ლიუანი – “ეპიზოდი”

1987 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მომავალი პრეზიდენტი – სი ძინპინი სახალხო სიმღერების პოპულარულ ჩინელ შემსპულებელ ქალზე - პენ ლიუანზე დაქორწინდა.აღნიშნული ქორწინება ლიუანისაგან განსხვავებით,სი ძინპინისათვის რიგით მეორე ქორწინება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ავღნიშნეთ,ჩინეთის “პირველი ლედი” პროფესიით მომღერალი გახლავთ: დაამთავრა კონსერვატორია,შემდეგ კი ასპირანტურა – ვოკალის განხრით. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,პენ ლიუანს მინიჭებული აქვს ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის გენერალ-მაიორის ჩინიც.საყურადღებოა ის გარემოება,რომ “პირველი ლედი” მის მიერ შესრულებული ლირიკული და პატრიოტული მოტივების მქონე სიმღერების გამო ჩინელებში ერთობ დიდი პოპულარობით სარგებლობს.განსაკუთრებით ჩინელებს პენ ლიუანის ის სიმღერა იტაცებთ,რომელშიაც ლიუანი ჩინეთს ანუ საკუთარ სამშობლოს – “ჯადოსნურ იორდასალამს” უწოდებს.თავის მხრივ კი,ეს მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ჩინელებში ქვეყნის იმპერატორების სიმბოლოსთან ასოცირდება და სილამაზისა და ნატიფი გრძნობების ამსახველია.ჩინელები მიიჩნევენ,რომ მათი პირველი ლედი სწორედ რომ ზემოაღნიშნული თვისებებით არის უხვად დაჯილდოებული. – (ავტორი გენია.ჯი)

პენ ლიუანი და სი ძინპინი

იორდასალამი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>