ინდირა განდი – “ეპიზოდი”
ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი და ქვეყნის მომავალი პირველი პრემიერ-მინისტრი – ჯავაჰარლალ ნერუ,მისი ოჯახი,ნათესავები,ახლობელ-მეგობრები და შეიძლება ითქვას,მთელი ინდოეთი ელოდა,რომ კამალა ნერუ (ჯავაჰარლალის მეუღლე) ქვეყნიერებას ვაჟს მოუვლენდა,თუმცა მათდა სამწუხაროდ, 1917 წლის 19 ნოემბერს ნერუების ოჯახში გოგონა დაიბადა. (ავტორი გენია.ჯი) ცრურწმენებით აღჭურვილი ინდოელებისათვის ეს მოვლენა იმთავითვე უცნაურ მოვლენად იქნა აღქმული,რადგან ნერუს სახლი წმინდა ადგილას იდგა და გოგონას დაბადების ჟამსაც მზე ზოდიაქოს ბედნიერ წერტილში იმყოფებოდა.ეს კი თავის მხრივ,ვაჟის დაბადების მომასწავებელ მოვლენად მიიჩნეოდა.შოტლანდიელმა ექიმმა,როდესაც პირველად აჩვენა ჩვილი ჯავაჰარლალსა და მისი ოჯახის წევრებს,გოგონას ბაბუამ – მოტილალამ მეტად მრავლისმეტყველად ჩაილაპარაკა – “ჩემი ვაჟიშვილის ქალიშვილი ათასობით ვაჟიშვილზე ძლიერი იქნებაო”.
გავიდა რამდენიმე ათწლეული.მიუხედავად უამრავი ადამიანისა,ინდოეთის პარლამენტის მთავარ დარბაზში სამარისებულ სიჩუმეს დაესადგურებინა.მოულოდნელად დარბაზის კარი გაიღო და კარიდან გამოსულ მინისტრს ერთ-ერთმა ინდოელმა პარლამენტარმა ხმამაღლა შესძახა: ” – ბიჭია,თუ გოგო?” – საერთო სიცილმა დარბაზში დაძაბული ატმოსფერო განტვირთა. ” – გოგოა,გოგო!” – უპასუხა მინისტრმა და მალევე ინდოეთს ოფიციალურად ამცნო ქვეყნის ისტორიაში პირველად პრემიერ-მინისტრად ქალის არჩევა.ეს ქალი კი რაღა თქმა უნდა – ინდირა განდი (1917-1984 წლები) გახლდათ,რომელმაც სრულიად გაამართლა ბაბუას ოდესღაც ნათქვამი სიტყვები – ”ჩემი ვაჟიშვილის ქალიშვილი ათასობით ვაჟიშვილზე ძლიერი იქნებაო”. – (ავტორი გენია.ჯი)