სუნ იატსენი – “ეპიზოდი”
ჩინეთის პრეზიდენტი,გომინდანის პარტიის დამაარსებელი და გარდაცვალების შემდგომ “ერის მამად” წოდებული – სუნ იატსენი (1866-1925 წლები) ბავშვობის ხანაში მშობლებმა მშობლიური სოფლის – ჩშუნჟანის სიახლოვეს განთავსებულ ბუდისტურ მონასტერში მიაბარეს აღსაზრდელად. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,წლების განმავლობაში იგი დღეში რამდენჯერმე ეთაყვანებოდა მონასტერში დავანებულ ხისაგან დამზადებულ სხვადასხვა ბუდისტურ ღვთაებებს.თუმცა,ასაკის მატებასთან ერთად,იატსენის რწმენა კი არ იზრდებოდა,არამედ პირიქით,მცირდებოდა და საბოლოო ჯამში ჩინეთის მომავალი ლიდერი ერთობ აგრესიულ ათეისტად ჩამოყალიბდა კიდეც.მონასტრის დატოვების შემდგომ,იგი არა მხოლოდ საკუთარ თავს უკრძალავდა ბუდისტურ სალოცავში შესვლასა და ლოცვას,არამედ სხვებსაც კატეგორიულად თხოვდა ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონოდათ ქვეყანაში გავრცელებული რელიგიის მიმართ.ერთ დღეს,იატსენი მრავალი მორწმუნის თანდასწრებით ჩშუნჟანის მონასტერში შეიჭრა: ” – ამიხსენით,რატომ უნდა ვილოცოთ დღედაღამ ხისაგან დამზადებულ ღმერთზე? ამ ღმერთს საკუთარი თავის დახმარებაც კი არ ძალუძს და ჩვენ როგორღა უნდა დაგვეხმაროს?” – წარმოთქვა თუ არა იატსენმა ეს სიტყვები,უმალვე ბუდას ხის ქანდაკებას სტაცა ხელი და თითები მოამტვრია.” – აი,ეხლა კი საკუთარი თვალით ჰხედავთ,თუ როგორ ღმერთს მოუხმობენ ჩემს სოფელში საშველად”. – ამ სიტყვებით დაასრულა იატსენმა თავისი გამოსვლა.მისმა ღვთისმგმობელმა ქმედებამ თანასოფლელებში ახალგაზრდას მიმართ დიდი სიძულვილი წარმოშვა.ჩშუნჟანის მაცხოვრებლები თავიანთ შვილებს იატსენთან ურთიერთობას კატეგორიულად უკრძალავდნენ და მას “შეშლილად” მოიხსენიებდნენ.მალევე აღნიშნული საკითხის ირგვლივ სოფელში უხუცესების კრება შედგა,სადაც გადაწყდა,რომ თუკი სუნ იატსენს,ამ ღვთისმგმობელ ახალგაზრდას სოფლიდან არ გააძევებდნენ,ღმერთი სოფელზე შურს იძიებდა.სწორედ ამის შემდგომ იქნა ოფიციალურად გაძევებული და მოკვეთილი მშობლიური სოფლიდან მკრეხელობაში ბრალდებული ჩინეთის მომავალი მმართველი. – (ავტორი გენია.ჯი)