ისააკ ლევიტანი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,თავისი მორცხვი და მორიდებული ბუნებით სახელგანთქმული ებრაული წარმომავლობის მქონე გამოჩენილი რუსი მხატვარი და “განწყობის პეიზაჟის” ერთ-ერთი უდიდესი ოსტატი – ისააკ ლევიტანი (1860-1900 წლები),მის მიერ შექმნილ სურათებზე არასოდეს გამოსახავდა ადამიანებს. (ავტორი გენია.ჯი) ერთადერთი ლევიტანის ტილო – “შემოდგომის დღე”,რომელზეც ადამიანია (ქალი) გამოსახული, 1879 წლით თარიღდება.თუმცა უცილობლად უნდა შევნიშნოთ,რომ დღეისათვის “ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში” დაცულ ტილოზე – “შემოდგომის დღე”,ადამიანის ფიგურა პირადად ისააკს არ დაუხატავს.მან ტილოზე მხოლოდ და მხოლოდ პეიზაჟი გამოსახა,ხოლო ქალის ფიგურის ასახვა კი დიდი რუსი მწერლისა და დრამატურგის – ანტონ ჩეხოვის მხატვარ ძმას – ნიკოლოზ ჩეხოვს ანდო,რომელთანაც ისააკს დიდი მეგობრობა აკავშირებდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ნიკოლოზ ჩეხოვი
“შემოდგომის დღე”