იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – “ეპიზოდი”
თავისი გენიალური ლიტერატურული შემოქმედების გზაზე ერთ-ერთ უდიდეს გერმანელ პოეტს,მოაზროვნესა და მწერალს – იოჰან ვოლფგან ფონ გოეთეს (1749-1832 წლები) არა ერთი ლიტერატურის კრიტიკოსი დასხმია თავს სამართლიანად თუ უსამართლოდ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,როგორც “ბუმბერაზ ადამიანებს” სჩვევიათ ხოლმე,მის შემოქმედებაზე თავდამსხმელ კრიტიკოსებს ის “ოლიმპიური სიმშვიდით” პასუხობდა.როგორც ცნობილია,ასაკში შესულ გოეთეს ერთობ უყვარდა ვაიმარის ბაღში სეირნობა.ერთხელაც სეირნობის დროს გოეთეს წინ შემოხვდა თავისი შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი.თუმცა აღსანიშნავია,რომ,ის საცალფეხო გზა,სადაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ,სივიწროვის გამო ორ კაცს ერთად ვერ გაატარებდა.
- მე არასოდეს ვუთმობ გზას სულელებს. – მიმართა კრიტიკოსმა ლიტერატორს.
- მე კი პირიქით, – წარმოთქვა გოეთემ და შემხვედრს გზა დიდსულოვნად დაუთმო. – (ავტორი გენია.ჯი)