თეოდორ დრაიზერის შესახებ…

“ლიტერატურული ამერიკის პირველ აღმომჩენად” წოდებული დიდი ამერიკელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – თეოდორ ჰერმან ალბერტ დრაიზერის (1871-1945 წლები) შესახებ კრიტიკოსებიც კი ყოველგვარი ირონიის გარეშე აცხადებდნენ,რომ – “მან საკუთარი თავი თავად შექმნაო”. (ავტორი გენია.ჯი) გერმანელი ემიგრანტების ოჯახში დაბადებულმა დრაიზერმა მცირეოდენი ხნით უნივერსიტეტში ისწავლა (საფასურის გადაუხდელობის გამო სწავლის შეწყვეტა მოუწია),შემდეგ რამდენიმე ხნით ჟურნალისტიკითაც დაკავდა,თუმცა მისი უმთავრესი მოწოდება მაინც – ლიტერატურული სამყარო გახლდათ. 1901 წელს დრაიზერმა გამოქვეყნა თავისი პირველი რომანი – “დაიკო კერი”,რომელიც უმალვე მოექცა მკითხველებისა და კრიტიკოსების ყურადღების ქვეშ.ახალბედა მწერალს კრიტიკოსებმა მორალის,როგორც ზნეობრიობის დაცემის მცდელობაში დასდეს ბრალი,რის გამოც მისი ნაწარმოები სრული ტირაჟით იქნა ამოღებული გაყიდვიდან.ლიტერატურულ ასპარეზზე განცდილმა პირველმა ასეთმა კრახმა თეოდორი სრული ათი წლის განმავლობაში საშინელ დეპრესიაში ჩააგდო.ათი წლის გასვლის შემდგომ კი,მწერალმა საკუთარ თავში ძალა გამონახა და კვლავაც ლიტერატურულ სამყაროს მისცა თავი. 1912 წელს გამოცემული იქნა თეოდორ დრაიზერის ტრილოგიის პირველი წიგნი – “ფინანსისტი”, 1914 წელს ტრილოგიის მეორე ნაწილი – “ტიტანი”,ხოლო 1916 წელს კი ფინალური ნაწილი – “გენიოსი”. და სწორედ აღნიშნულმა ლიტერატურულმა ქმნილებებმა აქცია დრაიზერი მსოფლიო დონის ლიტერატორად. – (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ამბობენ,რომ დრაიზერი ამერიკული ავიაციის მიერ ესპანური ქალაქების დამობვასთან კავშირში იყო შემჩნეული.ამ მიზეზით დრაიზერს პარიზში 1938 წელს გამართულ “ანტისაომარ კონფერენციაზე” დასწრების უფლება არ მისცეს.ამერიკაში დაბრუნებულმა მწერალმა მცირეოდენი ხნით მოახერხა ქვეყნის პრეზიდენტთან – ფრანკლინ დელანო რუზველტთან შეხვედრა.რაზე ისაუბრა მწერალმა და პრეზიდენტმა უცნობია,თუმცა ფაქტია,რომ აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე დღეში ამერიკის შეერთებული შტატების პორტებიდან ესპანეთისაკენ ფქვილით დატვირთული სატვირთო გემები დაიძრა.როგორც ვარაუდობენ,ამ კაცთმოყვარული და ჰუმანური ქმედების განხორციელება რუზველტს სწორედ რომ განუსაზომლად დიდი ავტორიტეტის მქონე ამერიკელმა მწერალმა შთააგონა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>