გლებ უსპენსკი – “ეპიზოდი”

თავისი შემოქმედების გზაზე გამოჩენილმა რუსმა მხატვარმა და გრაფიკოსმა – ივანე კრამსკოიმ ისეთი ცნობილი ადამიანების პორტრეტები დახატა,როგორებიც იყვნენ – ივანე შიშკინი,მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინი,ლევ ტოლსტოი,დიმიტრი მენდელეევი,ალექსანდრე III და პავლე ტრეტიაკოვი. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,მისივე ფუნჯს ეკუთვნის ალკოჰოლის მოყვარული ცნობილი რუსი მწერლისა და ხალხოსნობის იდეოლოგიის მიმდევრის – გლებ უსპენსკის (1843-1902 წლები) პორტრეტის დახატვაც.აღნიშნული პორტრეტი ავტორმა ერთ-ერთ გამოფენაზე წარმოადგინა.გამოფენის გახსნაზე მიწვეული იქნა თავად უსპენსკიც.მოულოდნელად,საგამოფენო დარბაზებში ექსპოზიციების თვალიერებით დაკავებულ მწერალთან ოქროსა და ბრილიანტების სამკაულებით უხვად შემკობილი შუა ხნის ერთობ მდიდარი მამაკაცი მივიდა:

- ეს-ესაა კრამსკოის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული თქვენი პორტრეტი შევიძინე, – მიმართა აღფრთოვანებულმა უცნობმა ლიტერატორს.

- რატომ გადაიხადეთ ჩემს პორტრეტში ფული? – გაიკვირვა უსპენსკიმ.

- როგორ თუ რატომ?! მე ხომ თქვენი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი გახლავართ?! – განმარტა უცნობმა.

როდესაც უცნობსა და მწერალს შორის ხანმოკლე დიალოგი დასრულდა,უსპენსკიმ დაადგინა,რომ ის პიროვნება,რომელმაც მისი პორტრეტი შეიძინა,ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ცნობილი კომპანიის ხელმძღვანელი იყო.სიტყვა “ალკოჰოლმა” უსპენსკიზე “ჯადოსნური” შთაბეჭდილება მოახდინა და მან უმალვე თავისი ყოფილი თანამოსაუბრის ძებნა დაიწყო საგამოფენო დარბაზებში.როდესაც მან უცნობს მიაგნო,მის წინ შეჩერდა და მორიდებულად ჰკითხა:

- თუ შეიძლება მითხარით,სად არის შესაძლებელი თქვენი პორტრეტის შეძენა?

- ჩემი პორტრეტი თქვენ რაში გჭირდებათ? – გაიკვირვა უცნობმა.

- თუკი თქვენ ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემელი ბრძანდებით,ჩემის მხრივ,მე თქვენი “შემოქმედების” დიდი მოტრფიალე გახლავარ, – უპასუხა ალკოჰოლური სასმელების მოყვარულმა გლებ უსპენსკიმ უცნობს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>