ხორხე ლუის ბორხესი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალური არგენტინელი პროზაიკოსის,პოეტისა და პუბლიცისტის – ხორხე ლუის ბორხესის (1899-1986 წლები) უმთავრეს ჰობს წიგნების კითხვა და კინემატოგრაფია წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ 1955 წელს იგი დანიშნული იქნა “არგენტინის ეროვნული ბიბლიოთეკის” დირექტორად.თავის მხრივ კი,ამ უნიკალურ და უზარმაზარ ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ენაზე დაწერილი 900 000-ზე მეტი წიგნი იყო დაცული.თუმცა წიგნის კითხვის განსაკუთრებულმა მოყვარულმა ბორხესმა ეს თანამდებობა ნამდვილ “ბედის დაცინვად” მიიჩნია,რადგან იმ პერიოდისათვის მწერალი უკვე პრაქტიკულად დაბრმავებული იყო.სწორედ აღნიშნული საკითხის შესახებ წერდა მოგვიანებით სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი არგენტინელი ლიტერატორი: “საყვედურისა და ცრემლების გარეშე ვერ მივიღებ იმ უმაღლეს აზრსა და ღრმა სარკაზმს,როგორითაც განუმეორებელმა ღმერთებმა მე მანდეს წიგნები ღამესთან ერთად”. – (ავტორი გენია.ჯი)