ჯონ აბერნეტი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გამოჩენილი ინგლისელი ქირურგი და ანატომი – ჯონ აბერნეტი (1764-1831 წლები),სხვებისაგან განსხვავებით,ერთობ ლაკონურად მოსაუბრე პიროვნება იყო.ამასვე მოწმობს მისი თანამედროვეების გადმოცემებიც,საიდანაც ვგებულობთ,რომ “ნისლიანი ალბიონის” მკვიდრი მედიკოსი მართლაც რომ ძალიან მოკლე საუბრის მანერით გამორჩეული ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს აბერნეტთან უცნობი პაციენტი მივიდა,რა დროსაც მათ შორის შემდეგი სახის დიალოგი გაიმართა:
- ნაკაწრია?
- ნაკბენი.
- კატამ?
- არა,ძაღლმა.
- გუშინ?
- დღეს.
- გტკივათ?
- არა.
თავისივე მსგავსად ლაკონურად მოსაუბრე ადამიანის აღმოჩენამ იმდენად გააოცა,მოხიბლა და გაახარა აბერნეტი,რომ მან უცნობი პაციენტისდა გასაკვირად,იგი გულში ჩაიკრა. – (ავტორი გენია.ჯი)