რამდენიმე ნიშანდობლივი ციტატა…
“ჭკვიანი და ლამაზი ცოლი ადვილად შესძენს ხოლმე ქმარს როგორც მეგობრებს,ისე მტრებს”. – ლუი ნიკოლა დავუ - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“არც ერთი ქვეყანა არ დაღვრის თავისი შვილების სისხლს სხვა ქვეყნის საბედნიეროდ”.
* * *
“ამბობენ: ადამიანი ისე მოკვდება,როგორი სიკვდილის ღირსიც არისო”.
* * *
“თუ თქვენ მოგწონთ სხვისი პროვინცია,სხვისი მიწა და თქვენ საკმაო ძალა გაგაჩნიათ,დაუყონებლივ დაიკავეთ იგი.როგორც ამას გააკეთებთ,თქვენ ყოველთვის მონახავთ იურისტებს,რომლებიც მშვენივრად დაასაბუთებენ იმას,რომ უეჭველი უფლება გქონდათ თქვენს მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე”. – ფრიდრიხ II დიდი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“საქართველოში ასე იტყვიან: ადამიანმა მარილი რომ გთხოვოს და არა გქონდეს,მარილიანი სიტყვა მაინც უთხარიო”.
* * *
“ყველაზე დიდი და ხელშეუხებელი კანონი ამ ქვეყნად არის,არ დაივიწყო სინდისი და პირნათლად შეასრულო ადამიანის უპირველესი მოვალეობა”. – პეტრე ბაგრატიონი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მე ისტორიისაგან კი არ ვსწავლობ,მას თვითონ ვქმნი”. – ნაპოლეონ ბონაპარტი
* * *
“იბრძვიან ჭკუით,უნარით და არა რიცხვით…” – ალექსანდრე სუვოროვი
* * *
“თუ კარგად არ იცნობ სულიერ სამყაროს,ზნეჩვეულებას,ძალასა და შესაძლებლობას იმ ხალხისას,რომელსაც ებრძვი,წარმატების ნაცვლად დაღუპვა გელის”.
* * *
“ადამიანის გაუმაძღარ გულს თვით ანგელოზიც შეუძლია გველად აქციოს”.
* * *
“როცა ლამაზი სახის ულამაზეს თვალთაგან სიცოცხლის ნაცვლად სიკვდილი შემოგცქერით,მითხარით,მაშინ,რას უნდა ელოდოთ ჩვეულებრივ მოკვდავთაგან?”
* * *
“ეჭვებით აღჭურვილი ადამიანებისათვის,ისიც ბრძოლის წინ,გამარჯვება უცხო და მიუწვდომელი ხილია”.