ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ ეგვიპტეში გამოცემული მანიფესტი
მას შემდგომ,რაც ნაპოლეონ ბონაპარტმა ეგვიპტის უმნიშვნელოვანესი ქალაქი – ალექსანდრია აიღო,თავი ეგვიპტელი ხალხის – როგორც არაბების,ისე კოპტების მამლუქთა ტირანიისაგან მხსნელად გამოაცხადა. (ავტორი გენია.ჯი) მალევე მთელ ქვეყანას მოედო ნაპოლეონის მაღალფარდოვანი მოწოდება მოსახლეობისადმი იმის შესახებ,რომ იგი ეგვიპტეში მოვიდა არა როგორც დამპყრობელი,არამედ,როგორც ოტომანთა იმპერიის მეგობარი,მუჰამედ წინასწარმეტყველისა და ყურანის პატივისმცემელი და ეგვიპტელი ხალხის მამლუქთა უღლისაგან განმათავისუფლებელი.ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში შესვლისა და მასში დიდი ნადიმის გადახდის შემდეგ კი,ბონაპარტმა გამოსცა მანიფესტი,რომელშიც ეწერა:
“ეგვიპტელო ხალხო! თქვენი გამგებელი და მჩაგვრელი ბეგები დიდი ხანია შეურაცხყოფენ ფრანგ ერს.მის სოვდაგრებს.მათი დასჯისა და დამხობის დროც მოვიდა,მრავალი საუკუნეა კავკასიასა და საქართველოში ნაყიდი მონების ეს ბრბო ქვეყნიერების უმშვენიერეს კუთხის მკვიდრ შვილებს ჩაგრავს და აწამებს.მაგრამ ღმერთი დიდია,მის ნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული და ღმერთმა ბრძანა,რომ უკვე დროა მათ ძალმომრეობას ბოლო მოეღოს,რათა ხალხმა თავისუფლად ამოისუნთქოს”.
P.S. მამლუქთა ბატონობა ეგვიპტეში მართლაც დასრულებული იქნა,მაგრამ,რამდენად “ამოისუნთქა” ეგვიპტელმა ხალხმა მამლუქების ხელისუფლების სხვა ხელისუფლების ჩანაცვლებით,ეს მათი ქვეყნის გვიანი ისტორიის ფურცლებზე თვალის ერთი შევლებითაც კარგად ჩანს. – (ავტორი გენია.ჯი)
“