“დამზადებულია მესოპოტამიაში”
მოდის ისტორიის ერთ-ერთი წამყვანი კანადელი სპეციალისტი – ს.ბერტმანი წერს: “მოდის ინდუსტრიის” დამაარსებლები ყველაზე მითიური კაცობრიობის წინაპრები – ადამი და ევა იყვნენ.როგორც კი ადამმა და ევამ აკრძალული ხილი იგემეს,მათ უმალვე მიჰყვეს ხელი თავიანთი შიშველი სხეულის ლეღვის ფოთლებით დაფარვას,რასაც მანამდე ვერ ათვითცნობიერებდნენ.შესაბამისად,თუკი უამრავი ადამიანი მიიჩნევს,რომ “ედემის ბაღი” უძველესი შუმერის ტერიტორიაზე არსებობდა,მაშინ პირველ ტანისამოსზეც სრულიად დასაშვებია შემდეგი სახის წარწერა გაეკეთებინათ: “დამზადებულია მესოპოტამიაში”. – (ავტორი გენია.ჯი)