ასურეთის იმპერიის ისტორიიდან…
თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე შუა მდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში ძვ.წ.აღ-ით II ათასწლეულში ჩამოყალიბებული უძველესი სახელმწიფო – ასურეთი ის პირველი ქვეყანაა მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში,რომელშიაც სამხედრო სამსახური სავალდებულო გახდა ყველა მამაკაცისათვის,მათ შორის დიდგვაროვნებისთვისაც. (ავტორი გენია.ჯი) ყოველი ასურელი მამაკაცი სავალდებულო სამხედრო სამსახურს სამი წლის ვადით გადიოდა.ჯარში სამსახური კი შემდგომი პრინციპით მიმდინარეობდა: პირველ წელიწადს ახალბედა ჯარისკაცების ფუნქციაში შედიოდა ხიდების,გზების,შენობა-ნეგობების და სხვა ინფრასტრუქტურული დანიშნულების მქონე ობიექტების მშენებლობა,რათა ამ მეთოდით თავიანთი წვლილი შეეტანათ იმპერიის ძლევამოსილების განმტკიცების საქმეში; სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის მეორე წელიწადს ჯარისკაცებს სხვადასხვა სახელმწიფოებთან წარმოებულ ომებში გზავნიდნენ (როგორც ისტორიკოსები იტყვიან,ასურეთი “მარადიულ ომებში” იყო ჩართული); სამსახურის მესამე წელს კი ჯარისკაცებს უფლება ეძლეოდათ საკუთარ ოჯახებთან ერთად გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეცხოვრათ.
შედეგი? – იმ პერიოდის მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა სახელმწიფოთა არმიებს შორის ყველაზე ძლიერი,კარგად გაწვრთნილი და მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი არმია – ასურეთის იმპერიას გააჩნდა.
საყურადღებოა ის გარემოება,რომ ასურეთის არმია საკუთარი მტრების მიმართ იმთავითვე მიმართავდა მათთვის ერთობ დიდი შედეგების მომტან “ფსიქოლოგიურ ტერორს”.დაუნდობელი ქმედებებით სახელგანთქმულ ასურელ მებრძოლებს შორის მუდმივად იმყოფებოდნენ ხატვის ნიჭით დაჯილდოებული თანამემამულეები,რომლებიც თიხის დაფებზე დეტალურად ასახავდნენ (ხატავდნენ) დაპყრობილ ქალაქებში ასურელების მიერ განხორციელებული ქალაქის მცველთა და მოქალაქეთა სასტიკი წამების სცენებს (ტყვეებზე ცოცხლად ტყავის გაძრობა,თვალების დათხრა,სარზე დასმა და ასე შემდეგ).მოგვიანებით აღნიშნულ თიხის ფირფიტებს ასურელები იმ ქალაქებში ავრცელებდნენ,რომელთა დაპყრობასაც მომავალში აპირებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი სახის უამრავი ფირფიტა დარჩა საკუთარ კოლექციაში “ახალი ასურული სამეფოს” მეფეს ძვ.წ.აღ-ით 883-859 წლებში – ასურნასირფალ II-ს.ასურნასიფალის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ ფირფიტაზე მეფე დაწვრილებით აღწერდა,თუ როგორი მხეცური სისასტიკით უსწორდებოდა იგი დაპყრობილი ქალაქის ტყვედ აყვანილ დამცველებსა და მოქალაქეებს: “მე ცოცხლად გავაძრე ტყავი ქალაქის ყველა დამცველს და შემდგომ ისინი კედლებზე გამოვაფენინე… დავწვი და გავანადგურე ყველა ბავშვი… მოკვეთილი თავებისაგან ჩემს მებრძოლებს კოშკი ავაგებინე”.
ტყვევებს ასურელები განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ: ჰკვეთდნენ ცხვირსა და ყურებს,სიკვდილამდე სცემდნენ შოლტით და ასე შემდეგ.თუმცა ის ამაზრზენი მეთოდი,რომელიც ასურეთის მეფე – ასარხადონმა გამოიყენა ერთ-ერთი დაპყრობილი ქალაქის მცხოვრებთა მიმართ,მართლაც რომ არც ერთ ასურელ მეფეს არ გამოუყენებია არასოდეს.ასარხადონის ბრძანებით მისმა ჯალათებმა დაპყრობილი ქალაქის მმართველებს ცოცხლად გააძრეს ტყავი,რის შემდგომაც აღნიშნული ტყავისაგან დამზადებული იქნა ქამრები და სხვადასხვა სახეობის მძივები,რომელთა ტარებაც თითოეული მოქალაქისათვის სავალდებულო იყო.რამდენიმე მათგანს კი ქალაქის მმართველების მოკვეთილი თავების საჩვენებლად ტარებაც კი დაევალა.
ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ სანამ ასურელთა არმია ამა თუ იმ ქალაქს დაესხმოდა თავს,მანამ იქ თავიანთი ნდობით აღჭურვილ პირს გზავნიდნენ და დანებებას სთავაზობდნენ.სრული განადგურებისა და სასტიკი ხვედრის თავიდან აცილების მიზნით მრავალმა ქალაქმა ისე განაცხადა უარი ბრძოლაზე და ხარკის გადახდაზე თანხმობა,რომ არც კი გაუბრძოლია.თუმცა მათგან განსხვავებით გაიბრძოლა ბაბილონმა.გაიბრძოლა და აკი განადგურდა კიდეც.ისტორიკოსთა ცნობებით,ასურეთის მეფის ძვ.წ.აღ-ით 705-680 წლებში – სინახერიბის ბაბილონში ლაშქრობის შემდეგ ამ უძველესი და უნიკალური ქალაქიდან მხოლოდ ნაშთებიღა დარჩენილა.
ასურეთის იმპერიის კანონმდებლობის თანახმად,ყოველი კანონის დამრღვევი დამნაშავე ან დასახიჩრებით ისჯებოდა,ან კიდევ – სიკვდილით.მაგალითად,იმ მამაკაცს,რომელიც სხვის ცოლთან ფლირტში ან კოცნაში იქნებოდა ეჭვმიტანილი,- ნაჯახის გამოყენებით ტუჩის ქვემო ბაგეს ჭრიდნენ; თუკი მამაკაცებს შორის ადგილი ექნებოდა ჰომოსექსუალიზმს,ამ შემთხვევაში ორივე მათგანს კასტრაციას უკეთებდნენ და ასაჭურისებდნენ.ქალის მრუშობა – სიკვდილით ისჯებოდა.ქმარს სრული უფლება ენიჭებოდა საკუთარი მეუღლე ღალატის შემთხვევაში მოეკლა; საყურადღებოა,რომ ასურეთში მოქმედი კანონის თანახმად,მართლმსაჯულებას უფლება ენიჭებოდა მკვლელობაში მსჯავრდებული პატიმარი მოკლულის ოჯახის წევრებისათვის გადაეცა.თავის მხრივ კი,ოჯახის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული მკვლელის შემდგომი ბედი (როგორც წესი,ძირითადად მათ კლავდნენ).
ასე გრძელდებოდა მანამ,სანამ ასურეთის იმპერიამ ძვ.წ.აღ-ით VII საუკუნის ბოლოს არსებობა არ შეწყვიტა. – (ავტორი გენია.ჯი)
ასურნასირფალ II
ასარხადონი
სინახერიბი