რას უსვამდა ხაზს ბევრი მაღალსაყელოიანი პერანგის ერთად ჩაცმა ჩინეთში?!
1966-1977 წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიმდინარე იდეოლოგიურ-პოლიტიკურმა კამაპანიამ,რომელსაც – “ჩინეთის კულტურული რევოლუციის” სახელით ვიცნობთ დღეს,ქვეყანაში მოდის სრულიად ახალი ტენდენციები დაამკვიდრა. (ავტორი გენია.ჯი) რესპექტაბელურმა და გულმხურვალე “მაოისტებმა” თავისი კუმირი ლიდერის – მაო ძედუნის მსგავსად,მასობრივად დაიწყეს მაღალსაყელოიანი ეროვნულ ტრადიციებზე დამკვიდრებული კოსტუმების ტარება.გარდა ამისა,ჩინელებმა,იმისათვის,რომ მმართველი პარტიისადმი თავიანთი ერთგულება დაემტკიცებინათ,ფართოდ დაიწყეს სამხედრო ფორმის ტარება.თუმცა ყველაზე საინტერესოა ის,რომ ახალგაზრდა ჩინელებისაგან დაკომპლექტებულმა რამდენიმე ჯგუფის წევრებმა მასიურად დაიწყეს იმდენი პერანგის ერთად ჩაცმა,რამდენის ჩაცმაც კი იყო შესაძლებელი.
ცნობილი ჩინელი მწერლის – იუნგ ჩანგის ცნობით,”ჩინეთის კულტურული რევოლუციის” მიმდინარეობისას ქვეყნის ახლაგაზრდებში ერთგვარ ტენდენციად და მოდად ჩამოყალიბდა რამდენიმე მაღალსაყელოიანი პერანგის ერთად ჩაცმა,რომელთა ზემოდანაც ისინი კოსტუმებს იცვამდნენ.იმ პერიოდის ჩინეთში რატომღაც მიიჩნევდნენ,რომ,რაც უფრო მეტ პერანგს ატარებდა ესა თუ ის ახალგაზრდა,მით უფრო მეტად უსვამდა იგი ხაზს თავის მაღალ გონებრივ შესაძლებლობასა და ნიჭიერებას. – (ავტორი გენია.ჯი)