ივანე აივაზოვსკი – “ეპიზოდი”
1848 წელს სომხური წარმომავლობის მქონე გენიალურმა რუსმა პეიზაჟისტ-მარინისტმა – ივანე აივაზოვსკიმ (1817-1900 წლები) რუსეთის სამსახურში ჩამდგარი ინგლისელი მედიკოსის ქალიშვილზე – იულია გრევსზე იქორწინა. (ავტორი გენია.ჯი) მათ თანაცხოვრებაში ოთხი გოგონა – ელენა,მარია,ალექსანდრა და ჟანა შეეძინათ.თუმცა ივანე და იულია 12 წლიანი თანაცხოვრების შემდგომ ერთმანეთს დაშორდნენ,რადგან მხატვრის მეუღლემ პროვინციაში ცხოვრება არ ისურვა (მეორე ჯერზე აივაზოვსკის რჩეული სომხური წარმომავლობის მქონე ქალი – ანა სარქისოვა გახლდათ).თავის მხრივ,შემდგომ წლებში აივაზოვსკის ოთხივე ქალიშვილი დაქორწინდა და მხატვარი ათი შვილიშვილის დაბადებით გაახარა.გულისხმიერმა ბაბუამ თავისი შვილიშვილების აღზრდა და სწავლა-განათლება საკუთარ თავზე აიღო,მაგრამ მაინც არასოდეს ივიწყებდა იმას,რომ ოფიციალური მემკვიდრე (ვაჟი) არ ჰყავდა.სწორედ ამ მიზეზით გაუგზავნა გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე აივაზოვსკიმ რუსეთის იმპერატორს – ნიკოლოზ II-ს წერილი,რომელშიც ვკითხულობთ: “თქვენო უდიდებულესობავ,როგორც უწყით,მე ვაჟები არა მყავს,თუმცა-კი ღმერთმა ქალიშვილებითა და შესანიშნავი შვილიშვილებით დამაჯილდოვა.ისევე,როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს,მეც მსურს ჩემი ჯიშის შენარჩუნება და გაგრძელება,რომელიც გვარად აივაზოვსკის მატარებელი იქნება.სწორედ ამ მიზნით ვიშვილე ჩემი უფროსი ქალიშვილის – ელენას ვაჟი – ალექსანდრე.თქვენო უდიდებულესობავ,გავბედავ და უმორჩილესად შეგთხოვთ,რომ დამრთოთ ნება ალექსანდრეს აივაზოვსკის გვარი საგვარეულო გერბთან ერთად მივანიჭო”.
ივანე აივაზოვსკის,როგორც პირველ რუს მხატვარს,რომელიც ღირსყვეს მსოფლიოში ყველაზე უდიდეს და სახელგანთქმულ მუზეუმში – ლუვრში თავისი შემოქმედების გამოფენა მოეწყო,ნიკოლოზ II-მ თხოვნაზე თანხმობა განუცხადა და დიდი მხატვრის მიერ ნაშვილებ შვილიშვილს – ალექსანდრეს აივაზოვსკის გვარის ტარების უფლება მიანიჭა (ცნობისათვის,ალექსანდრეს ნამდვილი გვარი – ლატრი გახლდათ).შესაბამისად,ივანე აივაზოვსკის მრავალრიცხოვანი შვილიშვილებიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მათგანი – ალექსანდრე გახლდათ – აივაზოვსკის გვარის მატარებელი.
P.S. ცნობისათვის,ალექსანდრე აივაზოვსკის დის – სოფია ლატრის მეუღლე და შესაბამისად,ივანე აივაზოვსკის სიძე ქართველი თავადი – ივერიკო მიქელაძე გახლდათ. – (ავტორი გენია.ჯი)
ივანე აივაზოვსკი და იულია გრევსი შვილებთან ერთად
ანა სარქისოვა