მამლუქების შესახებ…
მამლუქობამ,როგორც სამხედრო-ფეოდალურმა ორგანიზაციამ,რომელიც ფეოდალიზმის წიაღში იშვა და მისი შესაფერი იყო,თავისი მისია შეასრულა.იგი ახალი ფორმაციისათვის,ეგვიპტეში XIX საუკუნეში რომ იკიდებდა ფეხს,უკვე დრომოჭმული,უცხო გამოდგა და ამიტომ მისი მოსპობა,ისე როგორც თავის დროზე წარმოიქმნა,დროის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენდა.იგი ისტორიის კუთვნილებად იქცა და ახლა ღრმა მეცნიერულ შეფასებას მოითხოვს.
სხვადასხვა ისტორიულ წყაროთა ცნობებმა და მათმა ანალიზმა გვიჩვენა,რომ ეგვიპტეში მამლუქთა საერთო რიცხვი 1798-1807 წლებში 50 000 კაცს შეადგენდა.წარმოშობით ისინი თითქმის მთლიანად ქართველები იყვნენ.უმრავლესობა ძალით იყო წაყვანილი და გაყიდული უმთავრესად ბავშვობის – 7-8 წლის ასაკში შორეულ ეგვიპტეში,ხოლო დანარჩენები სხვადასხვა გარემოების გამო სამშობლოდან ნებით წასული ან გაქცეული და შორეულ ქვეყანაში თანამემამულეებთან თავშეფარებულნი. (ავტორი გენია.ჯი) მამლუქები წარმოადგენდნენ ეგვიპტის მოსახლეობის გაბატონებულ ფენას – სამხედრო-ფეოდალურ არისტოკრატია,ფლობდნენ დიდებულ სასახლეებს,უზარმაზარ მამულებს და ცხოვრობდნენ თავიანთ სამფლობელო მიწებზე მსხდომი მშრომელი მასის – ფელაჰების ექსპლოატაციით,აგრეთვე სხვადასხვა საბაჟო გადასახადით.მათ ხელში იყო სახელმწიფო ხელისუფლება,ჰყავდათ საკუთარი შეიარაღებული რაზმები: მამლუქთა ცხენოსანი ჯარი 12 000 კაცის შემადგენლობით,სამხედრო-საზღვაო ფლოტი და არტილერია.
ქვეყნის მართვა-გამგეობას მამლუქები ახორციელებდნენ ოლიგარქიის – ეგვიპტის 24 სანჯაკის (სადროშოს) გამგებელი 24 ბეგისაგან შემდგარი დივანისა (საბჭოს) და დივანის წევრთაგან არჩეული უფროსის მეშვეობით.რაც შეეხება სულთნის წარმომადგენელ ფაშას,ის მათ საპატიო ტყვეს წარმოადგენდა.
მამლუქები შეადგენდნენ ეგვიპტელი ხალხის ავანგარდს სამშობლოს დაცვისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში; ოსმალო და ფრანგი დამპყრობლების წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების მიზნით,კავშირს ამყარებდნენ რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ მესვეურებთან.მამლუქებს საქართველოსთან ჰქონდათ სავაჭრო-კულტურული ურთიერთობებიც.იბრძოდნენ ევროპის სახელმწიფოთა სავაჭრო პრივილეგიების წინააღმდეგ.მოსახლეობის ექსპლოატაციით მიღებულ დიდძალ შემოსავალს ქვეყნის კეთილდღეობას – მის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და კულტურულ საქმიანობას ახმარდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
მათ დროს ეგვიპტეში აგებული ძვირფასი სასხლეები და მეჩეთები ხელოვნების შედევრებადაა აღიარებული.ფრიად მაღალ დონეზე იდგა მეცნიერება (გეოგრაფია,ასტრონომია,ასტროლოგია,ისტორია და სხვა),ვაჭრობა და ხელოსნობა.მიუხედავად ამისა,მართალია, XVIII-XIX საუკუნეებში ეგვიპტეში შეიმჩნეოდა ეკონომიკური და კულტურული ერთგვარი დაქვეითება,მოსახლეობის რიცხვის საგრძნობი შემცირება,მაგრამ ეს აიხსნება არა იმდენად სიბიექტური მიზეზებით,რამდენადაც – ობიექტურით,კერძოდ, XVI საუკუნეში ხმელთაშუა ზღვაში ოსმალეთის გაბატონების შედეგად სავაჭრო გზების გადანაცვლებით,სულთნის მიერ ეგვიპტეზე შეწერილი დიდძალი გადასახადებით,ინდოეთის ოკეანესა და მეწამულ ზღვაში გასაბატონებლად იქ ევროპის სახელმწიფოთა შორის გაჩაღებული ომებით,ამის გამო ვაჭრობის მოშლით,ბოლოს,ეგვიპტის დამოუკიდებლობისათვის განუწყვეტელი ბრძოლებითა და გადიდებული ხარჯებით,რასაც ქვეყნის თავდაცვა მოითხოვდა.
ამ და სხვა მსგავსი ხელისშემშლელი პირობების უგულვებელყოფის,აგრეთვე წყაროებისადმი თვითნებური,ამასთან არაკრიტიკული მიდგომისა და მომხდარი ფაქტებისა თუ მოვლენების გამომწვევი სრული გაუთვალისწინებლობის ბრალია ის,რომ ზოგიერთი მოგზაური თუ პოლიტიკური მოღვაწე მამლუქთა მოქმედებაში დადებითს ვერაფერს ხედავს: მათ ეგვიპტის ‘შავბნელ”,”უცხო”,”პარაზიტულ” ძალად და მისი საერთო ჩამორჩენილობის უმთავრეს მიზეზად მიიჩნევს დღემდე,რაც ისტორიულ სინამდვილეს მართლაც რომ არ შეესაბამება.
ნამდვილად,დაბადების ადგილებს სამუდამოდ მოშორებული მამლუქებისათვის ეგვიპტე სრულიადაც აღარ წარმოადგენდა უცხო ქვეყანას.იგი მათ მეორე სამშობლოდ იქცა,თუმცა კარგად ვერ გაითავისეს,რომ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სამშობლო გააჩნია. (ავტორი გენია.ჯი) ეგვიპტე იყო მამლუქების სამშობლოც და ამავე დროს სამფლობელოც.ამიტომ ისინი,როგორც ზემოთ ავღნიშნე,თავდადებით იბრძოდნენ მათთვის ქცეული “მეორე სამშობლოსა” და თავიანთი ბატონობის შესანარჩუნებლად. – (ავტორი გენია.ჯი)