იცით თუ არა,რომ
1. იაპონიის კონსტიტუციის თანახმად,ქვეყანას არა აქვს უფლება პირველმა გამოუცხადოს ომი რომელიმე მისდამი მტრულად განწყობილ სახელმწიფოს. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით დღემდე გამართულ 24 ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა ერაყელ სპორტსმენებს.
* * *
3. ხმელთაშუა ზღვის აუზში მაცხოვრებელ ხალხებში – კომში – სიყვარულისა და ნაყოფიერების სიმბოლოს წარმოადგენდა.
* * *
4. ფინეთის დედაქალაქის – ჰელსინკის ცაზე ხშირად არის შესაძლებელი ისეთი უნიკალური და ულამაზესი ბუნებრივი მოვლენის ხილვა,როგორიცაა – ჩრდილოეთის ციალი.
* * *
5. პირველი სარბოლო ავტომობილის ძრავის სიმძლავრე (შექმნილი იქნა 1900 წელს) – 35 ცხენის ძალას შეადგენდა.
* * *
6. შავარდნისებრთა რიგის ყველაზე დიდ ფრინველს – სონღული წარმოადგენს.სონღულის სხეულის სიგრძე – 60 სანტიმეტრია,ხოლო ფრთების გაშლილობის სიგრძე კი – 135 სანტიმეტრს უტოლდება. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. კალიფორნია – ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მრავალეროვანი შტატია.
* * *
8. 1910-1931 წლებში ლას-ვეგასში ნებისმიერი სახის აზრატული თამაში ოფიციალურად იყო აკრძალული.
* * *
9. სამხრეთ აზიაში განთავსებული ქვეყნის – მალაიზიის ტერიტორიის 60 % ტყეებით არის დაფარული,რაც დამეთანხმებით,რომ მართლაც იშვიათი შემთხვევაა თანამედროვე სამყაროში.
* * *
10. ძველი ბერძნები ფორთოხალს – “ოქროს ვაშლს” უწოდებდნენ და იგი ჰერკულესთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ლეგენდაშიაც ჰქონდათ მოხსენიებული. – (ავტორი გენია.ჯი)