დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,უდიდესი კულტურის,ტრადიციებისა და ისტორიის მქონე “ამომავალი მზის” ქვეყანაში – იაპონიაში,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსებული საპირფარეშოებით სარგებლობა უფასოა.თუმცა აღნიშნულ ქვეყანაში არსებობს ერთადერთი ადგილი (შესაძლოა ვუწოდოთ – მარშრუტიც),სადაც განთავსებული თითოეული საზოგადოებრივი საპირფარეშო ფასიანია.დაასახელეთ,ის ერთადერთი ადგილი (მარშრუტი) იაპონიაში,სადაც განთავსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები ფასიანია. – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: ”ამომავალი მზის” ქვეყანაში ერთადერთი ადგილი (მარშრუტი),სადაც განთავსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები ფასიანია,გახლავთ იაპონელთა მიერ “წმინდა მთად” მიჩნეული – ფუძიამას მთისაკენ მიმავალი გზა. – (ავტორი გენია.ჯი)