ხან იუი
ხან იუი - დაიბადა 768 წელს,მენსიანში (ხენანის პროვინცია,ჩინეთი),მიწათმფლობელის და მემამულის ოჯახში.იგი გახლდათ დიდი ჩინელი მწერალი,კალიგრაფი,ისტორიკოსი,ფილოსოფოსი და პოეტი,რომელმაც თავი დაიმკვიდრა,როგორც ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მოწინააღმდეგემ “ბუდიდსტური” და “დაოსისტური” რელიგიური მოძღვრებებისა.წლის ასაკში გარდაეცვალა მშობლები და მისი აღზრდა საკუთარ თავზე უფროსმა ძმამ აიღო.მალევე ისინი გადადიან ჩაოჩჟოუში,სადაც იმ პერიოდში ჰყვაოდა “ჩან-ბუდიზმი”. (ავტორი გენია.ჯი) 792 წელს ხან იუიმ ჩააბარა “საიმპერატორო გამოცდები” და მას შემდეგ დაიკავა შემდეგი თანამდებობებბი: კონტროლიორ-ცენზორი,სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთ-ერთი ჩინოვნიკი,ჩაოჩჟოუს ოლქის მმმართველი და სხვა თანამდებობები.ამავე პერიოდში იგი გამოირჩეოდა ბუდიზმისა და დაოსიზმის რელიგიების წინააღდეგ ბრძოლით და ამ რელიგიებს იგი განიხილავდა როგორც “ცრურწმენა”.ამის გამო მას უამრავი უსიამოვნებეი და კონფლიქტები შეექმნა.იგი მკაცრად მოითხოვდა გაენადგურებინათ ამ რელიგიების ყველა მონასტერი და მიწები სახელმწიფოს გადასცემოდათ.ამასთანავე დაეწვათ “კონფუციონელთა” საწინააღმდეგო ყველა წიგნი და მათ ნაცვლად აეგოთ “ერთიანი დიადი საზოგადოება”,რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ძველი კონფუციანიზმის საფუძვლებზე.იგი ავტორია ისეთი ნაშორმებისა,როგორებიცაა: “იუანდაო” (პირველსაწყისი ჭეშმარიტება); “იუანსინი” (პირველსაწყისი ბუნება ადამიანისა); “იუი მენ შანშუ შუ” (წერილი მინისტრ მენს) და ასევე ავტორია ესეების და ფილოსოფიური ლირიკული ნაწარმოებებისა.ხან იუი გარდაიცვალა 824 წელს, (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მისმა ხედვებმა და ნაშრომებმა დიდი გავლენა იქონია XI საუკუნეში – ოიან სიუს (ჩინელი სახელმწიფო მოხელე და მრჩეველი სუნის დინასტიის იმპერატორებისა) მიერ განხორციელებულ რეფორმებზე.