მარკ ელიოტ ცუკერბერგი – “ეპიზოდი”
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული სოციალური ვებ-გვერდის – Facebook-ის ებრაული წარმომავლობის მქონე ამერიკელი ფუძემდებელი,მეწარმე და პროგრამისტი - მარკ ელიოტ ცუკერბერგი,ისეთი უიშვიათესი დაავადებით იტანჯება,როგორიც გახლავთ – დეიტერანოპია. (ავტორი გენია.ჯი) თავის მხრივ,დეიტერანოპია წარმოადგენს დალტონიზმის ერთ-ერთ სახეობას,რა დროსაც ადამიანს რამდენიმე ფერის,განსაკუთრებით კი მწვანე ფერისადმი თანდაყოლილი სიბრმავე ახასიათებს.აქვე გაუწყებთ,რომ დღეისათვის დეიტერანოპიით დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პროცენტია დაავადებული.სხვადასხვა წყაროები ირწმუნებიან,რომ ცუკერბერგმა თავისი პოპულარული ვებ-გვერდის ფონის ფერად სწორედ იმიტომ შეარჩია ლურჯი ფერი,რომ მას სხვა ფერებისაგან განსხვავებით ყველაზე უკეთ არჩევს. – (ავტორი გენია.ჯი)