იცით თუ არა,რომ
1. თავისი პრინციპული,მკაცრი და სასტიკი ხასიათით ცნობილმა ძველი რომის კონსულმა და მხედართმთავარმა – ტიტუს მანლიუს ტორკვატუსმა (ძვ.წ.აღ-ით IIIსაუკუნე) გალებთან ომის მიმდინარეობის დროს საკუთარი ვაჟის სიკვდილით დასჯა იმიტომ ბრძანა,რომ იგი მიუხედავად მხედართმთავრის აკრძალვისა,მაინც ეკვეთა მტერს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. 15 დეკემბერს – “ჩაის საერთაშორისო დღე” აღინიშნება.
* * *
3. ურუგვაის დედაქალაქ მონდევიდეოში არსებულ ერთ-ერთ პენიტენციალურ დაწესებულებას (ციხეს),რამდენადაც ირონიულად არ უნდა ჟღერდეს,სახელად – “Libertad”,ანუ – “თავისუფლება” ჰქვია.
* * *
4. პირველი და ერთადერთი შემთხვევა ინგლისის ისტორიაში,როდესაც მეფემ თავისი ნებით განაცხადა უარი სამეფო ტახტზე და გადადგა,დაფიქსირებული იქნა 1936 წლის 11 დეკემბერს.ამ დღეს გაერთიანებული სამეფოს მეფემ – ედუარდ VIII-მ სამეფო ტახტსა და ორჯერ ქორწინებაში მყოფ ამერიკელ ლამაზმანს – უილის სიმპსონს შორის ოფიციალური არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა.
* * *
5. ძველი ეპოქის ათენი ყოველი წლის 5 ოქტომბერს საგანგებოდ აღინიშნავდა სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
* * *
6. გამოჩენილი ქართველი პოეტი – ლერი ალიმონაკი “შვიდი დღის ქრონიკებში” წერდა – “ჩვენში ასეა: კორუფციასთან “მებრძოლნი” მანამდე “ებრძვიან” კორუფციას,ვიდრე თავადვე კორუფციაში არ ჩაიხრჩობიანო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. პეტრე ბაგრატიონის მამა,იოანე,ქართლის მეფის – ვახტანგ VI-ის ძმის იესეს პირდაპირი შთამომავალი,მისი შვილიშვილი იყო.
* * *
8. რომის სახელოვანმა პრეტორმა,პოლიტიკოსმა და მხედართმთავარმა – ლუციუს ვალერიუს ფლავკუსმა 86 წელს გამოსცა კანონი,რომლის მიხედვითაც იმ მოსახლეობის ნაწილს,რომელსაც ვალი ვერცხლის ფულით ჰქონდა აღებული,უფლება ენიჭებოდა თავიანთი ვალი სპილენძის ფულით დაეფარათ.აღნიშნული კანონის შედეგად რომაელ მოქალაქეებს ვალები მთელი 25 პროცენტით შეუმცირდა.
* * *
9. რომაელი მოქალაქეებისათვის “იაფი პურის” დარიგების პრაქტიკა დაწესებული იქნა ძვ.წ.აღ-ით 123 წელს რომის სახალხო ტრიბუნის – გაიუს სემპრონიუს გრაკქუსის მიერ.თუმცა აღნიშნული კანონი გაუქმებული იქნა 81 წელს რომის დიქტატორის – ლუციუს კორნელიუს სულას მიერ.
* * *
10. მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მკითხავად (მისნად,წინასწარმეტყველად) აღიარებულია ფრანგი მკითხავი ქალი – მარია ანა ადელაიდა ლენორმანი (1772-1843 წლები).მასთან თავიანთი მომავლის წინასწარგანსაჭვრეტად დადიოდა ისეთი ცნობილი ადამიანები,როგორებიც გახლდნენ – ონორე დე ბალზაკი,მარი ანტუანეტი,რობერსპიერი,მარატი,ჟოზეფინა ბოგარნე და სხვები. – (ავტორი გენია.ჯი)