ბანაბჰატა – (ბანა)

ბანაბჰატა - მოიხსენიებდნენ ასევე,როგორც - “ბანა”.იგი გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი ძველინდოელი მწერალი და პოეტი VII საუკუნისა,რომელიც წერდა სანსკრიტულ ენაზე.ბანა წარმოადგენდა ჩრდილოეთ ინდოეთის მეფის ჰარშავადჰანას (მმართველობის პერიოდი 606-647 წლები),სამეფო სასახლის მწერალს და პოეტს,რომელსაც “ასტჰანა-კავი” ეწოდებოდა (ასე მოიხსენიებდნენ ძველ ინდოეთში სამეფო კარის პოეტებს).ბანას ძირითად შემოქმედებაში – “ჰარშაჩარიტი”,ჩართულია მეფის – ჰარშავადჰანას ბიოგრაფიაც. (ავტორი გენია.ჯი) იგი ავტორია ერთ-ერთი უძველესი რომანისა,სახელწოდებით – “კადამბარი”,რომლის მთავარი გმირიც თავად – კადამბარია.ზემოთ აღნიშნული ორივე რომანი დღემდე მიჩნეულია სანსკრიტული ლიტერატურის უმთავრეს “კლასიკად”.ცნობების თანახმად იგი ცხოვრობდა VII საუკუნის პირველ ნახევარში კანაუჯში,სადაც იყო სამეფო რეზიდენცია ჰარშავადჰანასი.ცნობილია ისიც,რომ ეს მეფე დიდად მოყვარული გახლდათ მწერლობის,ხელოვნების და სხვა კულტურული სფეროებისა,რის გამოც ბანასათვის აღნიშნული გარემო ყოვლად მისაღები იყო.სწორედ ამას აღწერს იგი მის მიერვე დაწერილ რომანში – “ჰარშაჩარიტა”,სადაც გადმოცემულია ჰარშავადჰანას მეფობის ისტორია.მიუხედავად იმისა,რომ რომანი არ წარმოადგენს დიდ ისტორიულ ღირებულებას,რადგან მასში არ არის აღწერილი ბევრი ისტორიული რომანი,მაინც მეტად საინტერესოა,რადგან საკმაოდ მდიდარია რიტორიული ფიგურებით.ასეთივე მოტივზეა აგებული მისი მეორე რომანი – “კადამბარი”,რომლის დასრულება ვეღარ შეზლო და მისმა ვაჟმა დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა იგი ავტორია რამდენიმე დრამის.ბანას გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია,თუმცა ცნობილია,რომ იგი გარდაიცვალა VII საუკუნის შუა ნახევარში.მისი შემოქმედება კი სანსკრიტული ლიტერატურის საუკეთესო ქმნილებადაა მიჩნეული.

  •