ჟან-პოლ სარტრი – “ეპიზოდი”
1929 წელს პატარა სიმაღლის მქონე და ცალ თვალში სინათლედაშრეტილმა დიდმა ფრანგმა მწერალმა და ფილოსოფოსმა - ჟან-პოლ სარტრმა (1905-1980 წლები) ულამაზესი და ელეგანტური მანერებით დაჯილდოებული ქალი – სიმონ დე ბოვუარი გაიცნო. (ავტორი გენია.ჯი) ბოვუარზე სიგიჟემდე შეყვარებული სარტრის მიმართ გულგრილი არც სიმონა დარჩენილა. იგი ახალგაზრდა ფრანგმა მამაკაცმა განსაკუთრებული ინტელექტით მოხიბლა. მალევე სარტრისა და ბოვუარის წყვილმა ერთად განაგრძო ცხოვრება. თუმცა კი მანამდე ორივე მათგანმა დადეს პირობა, რომ ერთმანეთზე დაქორწინებისაგან და მითუმეტეს, ერთმანეთზე ეჭვიანობისაგან თავს მაქსიმალურად შეიკავებდნენ. და ეს მართლაც ასე მოხდა. სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე, ფაქტობრივად დაბრმავებული სარტრი ალკოჰოლურ სასმელების სმას მიეტანა. გარდა ამისა, ეწეოდა ბევრს და ხშირად იღებდა ამფეტამინსაც. ცნობილია ისიც, რომ ბოვუარის მსგავსად, ჟან-პოლ სარტრიც მრავალ სასიყვარულო რომანში იყო გახვეული, თუმცა ოდესღაც დადებული პირობის შესაბამისად, სარტრისა და ბოვუარის წყვილზე ამას არავითარი გავლენა არ მოუხდენია. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აღნიშნული საკითხის შესახებ ჟურნალისტმა მწერალს ჰკითხა:
- როგორ ახერხებთ ესოდენ მრავალ ქალთან სასიყვარულო რომანის გაბმას მაშინ, როდესაც კარგად ვიცით, რომ ყოველი ქალი ეჭვიანობის განსაკუთრებული გრძნობით არის შეპყრობილი?
- მე მათ ვატყუებ. – უპასუხა სარტრმა.
- როგორ, თქვენ ყველას ატყუებთ?
- დიახ, ყველას.
- ბოვუარსაც კი? – გაიოცა ჟურნალისტმა.
- განსაკუთრებით ბოვუარს. მინდა გითხრათ, რომ ქალის მოტყუება, უბრალოდ, აუცილებელია.
P.S. 1980 წლის 15 აპრილს ჟან-პოლ სარტრი გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა პარიზში. მისი გარდაცვალებიდან ექვსი წლის შემდგომ – სიმონ დე ბოვუარიც აღესრულა. იგი დაკრძალული იქნა სარტრის გვერდით მონპარნასის სასაფლაოზე. – (ავტორი გენია.ჯი)