“სიკვდილის რეისები”
არგენტინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შავბნელ პერიოდად მიჩნეულია 1976-1983 წლები.თავის მხრივ,აღნიშნული პერიოდის ზოგადი სახელწოდება გახლავთ – “ბინძური ომი”,რომელიც ხასიათდებოდა სახელმწიფოებრივი ტერორიზმის სასტიკი გამოვლინებებით – ადამიანების მასობრივი გატაცებებით,წამებებით,გაუსამართლებელი დასჯებით და ასე შემდეგ. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების გზით ხელში ჩაიგდო არგენტინელმა გენერალმა და პოლიტიკოსმა – ხორხე რაფაელ ვიდელამ,ქვეყანაში დაწყებული იქნა საშინელი რეპრესიები.ოფოციალური ცნობების თანახმად,ზემოაღნიშნულ პერიოდში ყველაზე დიდ ლათინოამერიკულ ქვეყანაში უგზო-უკვლოდ დაიკარგა 18 000 ადამიანი (სხვა ვერსიით – 30 000).ხუნტის მიერ ხელისუფლების ხელში აღებითანავე ქვეყნის დედაქალაქ ბუენოს-აირესის გარეუბანში არსებულ სამხედრო-საზღვაო სასწავლებლის ტერიტორიაზე გახსნილი იქნა ერთობ გასაიდუმლოებული ციხე,სადაც სასჯელს იხდიდა 5 000 ტუსაღი (მათგან ცოცხალი თითქმის არც ერთი არ გადარჩენილა).მოგვიანებით,დაღუპულთა ერთი ნაწილი სამხედრო-საზღვაო სასწავლებლის სარდაფებში იპოვეს დამარხული,ხოლო ნაწილის ასავალ-დასავალს კი დღემდე ვერსად მიაკვლიეს.
“ბინძური ომის” მიმდინარეობის პერიოდში არგენტინის ხელისუფლება თავისი ოპონენტების (და არა მხოლოდ ოპონენტების) მიმართ მრავალ სასტიკ მეთოდს მიმართავდა.მათ შორის ერთ-ერთ ამაზრზენ მეთოდს სახელწოდებად – “სიკვდილის რეისები” შეურჩიეს.
რას წარმოადგენდა “სიკვდილის რეისები”?
თავდაპირველად,არგენტინელი ჯალათები თავიანთ მსხვრეპლთ ბარბიტურანტების საძილე საშუალებით უგონო მდგომარეობაში აგდებდნენ.შემდგომ ისინი გადაჰყავდათ ვერტმფრენებში,ან თვითმფრინავებში,რომელთა ბორტზეც ორ პილოტთან ერთად არგენტინული არმიის სამი ოფიცერი და ერთი ექიმი იმყოფებოდა.უბედურ მსხვერპლთ ჯერ აშიშვლებდნენ,ხოლო როდესაც საფრენი აპარატი მაქსიმალურ სიმაღლეზე აიჭრებოდა,ნატრიუმის თიოპენტალის დიდ დოზას უკეთებდნენ (მედიკოსები გამოიყენებენ ანესთეზიის დროს) და ბოლოს,ცოცხალ ადამიანებს საფრენი აპარატის ბორტიდან ყრიდნენ (ძირითადად ატლანტის ოკეანესა და მდინარე ლა-პლატას წყლებში),რაც მათ უცილობელ სიკვდილს მოასწავებდა.
საყურადღებოა ისიც,რომ ასეთ საშინელ მეთოდს მოწინააღმდეგეების გასანადგურებლად მხოლოდ არგენტინის ხელისუფლება არ მიმართავდა.ცნობილია,რომ ასეთივე მეთოდით უსწორდებოდა დატყვევებულ ალჟირელებს საფრანგეთის არმია ალჟირის ომის მიმდინარეობისას 1954-1962 წლებში; ავღანეთის ხელისუფლებაში 1996 წელს მოსული თალიბებიც ხშირად ანხორციელებდნენ “სიკვდილის რეისებს”,თუმცა იმ განსხვავებით,რომ ისინი მსხვერპლს არა წყალში,არამედ ხმელეთზე აგდებდნენ ძალიან მაღალი სიმაღლიდან. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. არგენტინის ხელისუფლების ცვლილების შემდგომ დაკავებული იქნა რამდენიმე ადამიანი,რომელთაც სასამართლომ მრავალწლიანი სასჯელი მიუსაჯა “სიკვდილის რეისებში” მონაწილეობის მიღების გამო.