ნიკოლა პუსენი – “ეპიზოდი”
საფრანგეთის მეფის – ლუი XIII-ს ერთ-ერთი უსაყვარლესი ფრანგი მხატვრისა და სახვით ხელოვნებაში კლასიციზმის დიდებული წარმომადგენლის – ნიკოლა პუსენისათვის (1594-1665 წლები) ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს არა ფული,არამედ თავისი სახელისა და შემოქმედების განდიდება წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ლეონარდო და ვინჩისა და რაფაელის კლასიკური სტილით მხატავი ფრანგი ხელოვანი,რომლის ფუნჯმაც მოხატა სენ-ჟერმენისა და ფონტებლოს ბრწყინვალე სამლოცველოები,არასოდეს ევაჭრებოდა შემკვეთებს.ამას ადასტურებს ისიც,რომ,როდესაც პუსენს შეუკვეთავდნენ ამა თუ იმ ტილოს დახატვას,ნიკოლა შემკვეთს გაწეული სამუშაოსათვის საჭირო ასანაზღაურებელ თანხას წინასწარ არასოდეს უთანხმებდა.სამუშაოს დასრულების შემდგომ ხელოვანი ფურცელზე წერდა იმ ჰონორარს,რომელიც მას გაწეული სამუშაოსათვის ეკუთვნოდა და მას დასრულებულ სურათთან ერთად შემკვეთს უგზავნიდა.თუმცა-კი უამრავ შემთხვევებში შემკვეთები უსინდისოდ იქცეოდნენ და პუსენს იმაზე ნაკლებ ფულს უგზავნიდნენ,ვიდრე იმსახურებდა.მიუხედავად ამისა,ფრანგ მხატვარს ამის თაობაზე არასოდეს გამოუთქვამს ვინმესთან პროტესტი, – მისთვის ხომ ფულზე მნიშვნელოვანი საკუთარი სახელისა და შემოქმედების განდიდება იყო… – (ავტორი გენია.ჯი)