კონსტანტინე ბალმონტი – “ეპიზოდი”
1889 წელს გამოჩენილმა რუსმა სიმბოლისტმა-პოეტმა,მთარგმნელმა და ესეისტმა – კონსტანტინე ბალმონტმა (1867-1942 წლები) მიუხედავად დედისა და ზოგადად,ოჯახის სასტიკი წინააღმდეგობისა,ულამაზეს გოგონაზე – ლარისა გარელინაზე იქორწინა. (ავტორი გენია.ჯი) ბალმონტის ბიოგრაფების მტკიცებით,მიუხედავად გასაოცარი სილამაზისა,ლარისა ერთობ ეჭვიანი,ნევრასთენიული და ისტერიული თვისებების მქონე მანდილოსანი ყოფილა.შესაძლოა ითქვას,რომ ლარისას სიყვარული მეუღლის მიმართ “დემონური ხასიათის” მატარებელი იყო,რასაც ქვემოთ მოყვანილი ფაქტიც მოწმობს. 1890 წლის 13 მარტს ეჭვებით შეპყრობილმა ქალმა,რომელსაც სრულიად არ აღელვებდა ქმრის პოეტური მისწრაფებები,სრულიად უმიზეზოდ აუტეხა ჩხუბი კონსტანტინეს.ისტერიკაში ჩავარდნილი მეუღლის ქმედებამ ბალმონტზე იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა,რომ პოეტი სასოწარკვეთლებამდეც კი მივიდა.მან გადაწყვიტა,რომ ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი ცოლ-ქმარს შორის წარმოშობილი უმიზეზო დავისათვის.იმ პერიოდში წყვილი მოსკოვში განთავსებული სასტუმროს – “მადრიდის” მესამე სართულზე ცხოვრობდა.სასოწარკვეთილმა პოეტმა ფანჯარა გამოაღო და თვითმკვლელობის მიზნით მესამე სართულიდან გადახტა… საბედნიეროდ,ბალმონტი ცოცხალი გადარჩა,თუმცა მიღებული ტრამვების შედეგად საბოლოოდ – დაკოჭლდა.სწორედ ამ მოვლენის შემდგომ გადაწყვიტა კონსტანტინემ ლარისასთან განშორება და სხვა ქალზე დაქორწინება. – (ავტორი გენია.ჯი)
ლარისა გარელინა