ლევან სანიკიძე – (რა არის ქართველთა “სისუსტე” და “უვარგისობა” მტერთან ბრძოლაში?)
“ქართველს,როგორც მეომარს,ომის “ბოლომდე მიყვანა”,ანუ უკიდურეს სისასტიკემდე მიყვანა არ შეუძლია.ომის უკიდურესი,ზღვარგადასული სისასტიკე კი,არის გენოციდი – მოპირდაპირე ბანაკის სრულად ამოწყვეტა,დედაბუდიანად,ქალიან-კაციანად,შვილიან-ძირიანად,სახიან-ჩანასახიანად,ფეხმძიმე ქალთა მუცელზე გაფატვრით,აკვნის ყრმათა შუაზე დახლეჩით – ისე ამოწყვეტა,რომ აღარც კაცი და აღარც ძაღლი კედელზე მიმფსმელიც აღარ დარჩეს.აი,რა არ შეუძლია ქართველ კაცს, – აი,მისი “სისუსტე” და “უვარგისობა” მტერთან ბრძოლაში”.
P.S. ამონარიდი ლევან სანიკიძის წიგნიდან – “დავითიან-თამარიანი ანუ რომელმან აღაშენა,რომელმან დაამშვენა”