“გაღიმებული ბუდა” – (ეპიზოდი)
რეგიონალური ლიდერობის ამბიციის მქონე ბირთვული ზესახელმწიფოსგან – ჩინეთისგან და მწვავე დაპირისპირებაში მყოფი პაკისტანისგან მომავალმა პოტენციურმა საფრთხემ სამხრეთ აზიაში განთავსებული ქვეყანა – ინდოეთის რესპუბლიკა,აიძულა,თავდაცვის მიზნით თავადაც ბირთვულ სახელმწიფოდ ქცეულიყო. (ავტორი გენია.ჯი) 1955 წელს ინდოეთმა ინგლისელთა უშუალო დახმარებით ერთი მეგატონის სიმძლავრის მქონე პირველი ატომური რეაქტორი,სახელწოდებით – “აპსარა” ააგო. 1974 წლის 18 მაისს კი გასაიდუმლოებულ ვითარებაში თავისი პირველი ატომური ბომბის გამოცდაც მოაწყო.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ ინდოელებმა,რომელთა სამშობლოშიც პირველად იშვა დღეისათვის მსოფლიოში ეგზომ გავრცელებული ბუდისტური რელიგია,ამ ფრიად გასაიდუმლოებულ ოპერაციას, – “გაღიმებული ბუდა” უწოდეს. – (ავტორი გენია.ჯი)