ჰარი ტრუმენის მოსაზრებები…

1. “თეთრი სახლი – ყველაზე საუკეთესო ციხეა მთელს მსოფლიოში”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. “ერთადერთი ერთგული მეგობარი ვაშინგტონში – ძაღლია”.

* * *

3. “დიდი ადამიანების ბიოგრაფიების წაკითხვის შემდგომ აღმოვაჩინე,რომ პირველი გამარჯვება მათმა საკუთარ თავზე მოიპოვეს”.

* * *

4. “ლიდერი – არის ადამიანი,რომელსაც შეუძლია აიძულოს სხვები,გააკეთონ ის,რაც მათ არ მოსწონთ, და ამ დროს მიიღონ ისეთი სახე,თითქოს ეს მათ ძალიანაც მოსწონთ”.

* * *

5. “თუ ჩვენ არ გვსურს ერთად დავიღუპოთ ომში,მაშინ ვალდებულები ვართ,ერთად ცხოვრება ვისწავლოთ მშვიდობაში”.

* * *

6. “იქ,სადაც გონიერება არ არსებობს,არ არსებობს არც გრძნობა”.

* * *

7. “როდესაც შენი მეზობელი სამსახურს კარგავს – ეს რეცესიაა,ხოლო როდესაც თავად რჩები სამსახურის გარეშე – ეს უკვე დეპრესია გახლავთ”.

* * *

8. “ჩემი საყვარელი ცხოველი – ჯორია.ჯორი ბევრად გონიერია,ვიდრე ცხენი.მან კარგად იცის,როდის უნდა შეწყვიტოს ჭამა და როდის უნდა შეწყვიტოს მუშაობა”.

* * *

9. “შორს წავიდოდა კი მოსე,მას რომ ეგვიპტეში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოეწყო?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

10. “როდესაც ვინმე მეუბნება,რომ ის არის ორპარტიული,დანამდვილებით ვიცი,რომ ის ჩემს წინააღმდეგ მისცემს ხმას”.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>