რა უჩვეულო მეთოდით ცდილობდნენ შუა საუკუნეების ვეროპაში ხელნაწერი წიგნების დაცვას ავტორები?
შუა საუკუნეებში ხელნაწერი წიგნების შექმნა მრავალწლიან მუხლჩაუხრელ შრომას მოითხოვდა.ასეთი სახის წიგნებს იმ პერიოდის ევროპაში,ძირითადად,მონასტრებში მაცხოვრებელი ბერები წერდნენ.ისინი ყოველდღიურად,მრავალი საათის განმავლობაში ისხდნენ სანთლების შუქით განათებულ მაგიდებთან თავიანთ სენაკებში და იმისათვის,რომ რაიმე შეცდომა არ გაპაროდათ,თითოეული ასოს დაწერას უდიდესი სიფრთხილითა და გულისყურით ეკიდებოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) თავის მხრივ,ტიტანური შრომა ხელნაწერი წიგნების ავტორებს მრავალ თავსატეხს უჩენდა ჯანმრთელობის მხრივ: მრავალი მათგანი თვალების ტკივილსა და სხეულის საშინელ გადაღლილობას უჩიოდა.შესაბამისად,ხელნაწერი წიგნები შუა საუკუნეებში ერთობ ძვირად ფასობდნენ,რაც მათდამი ათასი ჯურის ავაზაკის ყურადღების გამომწვევი მიზეზი ხდებოდა.სწორედ ამიტომ დღის წესრიგში დგებოდა ის,თუ რა მეთოდით უნდა დაეცვათ ავტორებს თავიანთი უნიკალური ქმნილებები მოპარვისა და განადგურებისაგან.დაცვის ერთ-ერთ უმთავრეს მეთოდს წარმოადგენდა თაროებზე განთავსებული ხელნაწერი წიგნების ჯაჭვებით დაბმა.მაგრამ არსებობდა სხვა მეთოდიც.კერძოდ,მწიგნობრები წიგნის დასაწყისში ან დასასრულში ტოვებდნენ ჩანაწერს,სადაც თავინთი ნამუშევრების ხელყოფის შემთხვევაში დამნაშავეებს საშინელი ტანვითა და მოწამეობრივი აღსასრულით სიცოცხლის დასრულების პირობას აძლევდნენ.შესაძლოა ითქვას,რომ ეს იყო არა მხოლოდ მუქარა,არამედ ნამდვილი – წყევლაც კი (“დაე ანათემის ხმალმა განგმიროს ის,ვინც ამ ხელნაწერ წიგნს მოიპარავს”).გარდა ამისა,ისინი მათ ეკლესიიდან განკვეთითაც ემუქრებოდნენ.რიგი ავტორებისა თავიანთ ხელნაწერ წიგნებში წერდა,რომ მათი ქმნილებების გამტაცებლებს საიქიოში დემონები ხმლის საშუალებით ჯერ ხელებს მოჰკვეთდნენ,შემდგომ თვალებს დათხრიდნენ და ბოლოს,არსებობას ჯოჯოხეთის ცეცხლში დაასრულებინებდნენ.
ასეთი სახის მუქარა თუ წყევლა მართლაც იცავდა შუა საუკუნეებში ხელნაწერ წიგნებს მოპარვისა და განადგურებისაგან.ნიშანდობლივია ისიც,რომ მსგავსი ჩანაწერები აღმოჩენილი იქნა უძველეს ბაბილონურ და ძველ ბერძნულ მანუსკრიპტებშიც. – (ავტორი გენია.ჯი)