ალექსანდრე სუვოროვი – “ეპიზოდი”
მას შემდგომ,რაც 1762 წელს რუსეთის საიმპერატორო ტახტი ეკატერინე II-ს ვაჟმა – პავლე I-მა დაიკავა,სახელოვანი რუსი მხედართვარისა და გენერალსუმუსის - ალექსანდრე სუვოროვის (1730-1800 წლები) “დიდების მზის” ჩასვენება დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) 67 წლის ასაკში მყოფმა სუვოროვმა,რომლის ჯარიც იმ პერიოდში ტულჩინოში იდგა, და რომელიც ერთობ უკმაყოფილო დარჩა პავლეს ხელისუფლებაში მოსვლით,ახალ იმპერატორზე შემდეგი ლექსი შეთხზა:
“შენ გვირგვინოსანი კი არა ხარ
დიდ პეტრეს სახელოვან ქალაქში,
მხოლოდ ბარბაროსი და კაპრალი ბრძანდები
სასახლის პლაცპარადზე”.
აღნიშნული ლექსი სრულიად შემთხვევით ხელში ჩაუვარდა მედროვე რუს დიდგვაროვან – არაკჩევს,რომელმაც იგი უმალვე პავლე I-ს გააცნო.სუვოროვის მიერ დაწერილმა ცინიკურმა ლექსმა იმპერატორი იმდენად განარისხა,რომ მან უმალვე საგანგებო ესტაფეტით გაგზავნა ტულჩინოში ერთ-ერთი პოლკოვნიკი,რომელმაც მხედართმთავარს პავლეს ბრძანება გააცნო.
პავლე ბრძანებით,სუვოროვი,რომელსაც ეყო თავხედობა და მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა აუგად მოიხსენია,დაუყონებლივ გაძევებული იქნა სამსახურიდან.თუმცა გაძევებაცაა და გაძევებაც… ახალმა იმპერატორმა არად ჩააგდო სუვოროვის უდიდესი ღვაწლი არა მხოლოდ ყირიმის რუსეთთან შემომტკიცების საქმეში,არამედ მისი სხვა უდიდესი გამარჯვებებიც ოსმალებთან,პოლონელებთან და ჩეხებთან ბრძოლებში, და სახელოვანი მხედართმთავარი “უმუნდიროდ და უპენსიოდ” გააძევა არმიიდან. – (ავტორი გენია.ჯი)
პავლე I