რაში იყენებდა ეკატერინე II პოლონეთის სამეფო ტახტს?
გარდაცვალებამდე ერთიოდე წლით ადრე,რუსეთის იმპერატორის – ეკატერინე II-ის პირადი ინიციატივით გაუქმებული იქნა პოლონეთის სამეფოს დამოუკიდებლობა. (ავტორი გენია.ჯი) ოქროსაგან დამზადებული ის სამეფო ტახტი კი,რომელზეც ერთ დროს პოლონეთის სამეფოს უკანასკნელი მეფე და ლიტვის დიდი სამთავროს უკანასკნელი მთავარი – სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკი იჯდა,რუსებმა ეკატერინეს ბრძანებით სანკტ-პეტერბურგში გადაიტანეს.ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,რომელსაც ცნობისათვის,რუსი ისტორიკოსების დიდი ნაწილი უარყოფს,სანკტ-პეტერბურგში ჩატანილ დამოუკიდებელი პოლონეთის სამეფო ტახტს,რაოდენ საკვირველი არ უნდა იყოს ჩვენთვის და რაოდენ “დამამცირებელიც” არ უნდა იყოს პოლონელთათვის,ეკატერინეს ბრძანებით ოსტატებმა დასაჯდომი ადგილის შუა გული ამოაჭრეს და საპირფარეშოდ გადააკეთეს…
სხვადასხვა წყაროების მტკიცებით,ყოფილი საყვარლის (სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკის) საპირფარეშოდ გადაკეთებული ოქროს ტახტით მხოლოდ და მხოლოდ ეკატერინე სარგებლობდა.იმავე წყაროების გადმოცემით, 1796 წლის 16 ნოემბრის დილას,კრუნჩხებში ჩავარდნილი,თვალებგადმოკარკლული და სიკვდილთან მებრძოლი 67 წლის ასაკში მყოფი იმპერატორი სწორედ რომ პოლონეთის საპირფარეშოდ გადაკეთებული ტახტიდან გადმოვარდნილი იპოვეს ქვეშევრდომებმა,რის შემდგომაც გვირგვინოსანი საპირფარეშოდან საწოლ ოთახში გადაიტანეს და მრავლისმომსწრე,მრავალცოდვილიან საწოლში დააასვენეს.
P.S. არაოფიციალური ვერსიის თანახმად,ეკატერინეს პოლონელებმა არ აპატიეს ესოდენ განუზომელი შეურაცხყოფა, და მის სიკვდილს საიმპერატორო კარზე მომსახურე ჯუჯა-პოლონელს (მასხარას) უკავშირებენ.ზემოაღნიშნულ საკითხზე ისტორიკოსებს შორის დავა დღემდე გრძელდება.თუმცა ჩემის მხრივ უნდა შევნიშნო,რომ “კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკი