დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია, 1667-1672 წლებში საფრანგეთი ნიდერლანდების სამეფოსთან ომში იყო ჩაბმული.სწორედ იმ პერიოდში წარუდგინა ერთ-ერთმა სახელოვანმა გერმანელმა იდეალისტმა ფილოსოფოსმა საფრანგეთის “მეფე-მზედ” წოდებულ – ლუი XIV-ს მემორიალი,რომელშიც იგი მონარქს არწმუნებდა,რომ ბუნებრივი ზღუდეებით უზრუნველყოფილი ნიდერლანდების დამარცხება ფრანგებისათვის ძალიან საძნელო საქმე იყო.ამიტომ ურჩევდა,რომ მათთვის გაცილებით უმჯობესი იქნებოდა,თუ ფრანგები ეგვიპტეს დაიკავებდნენ,რომელზედაც თავის მხრივ,უმოკლესი გზა გადიოდა ინდოეთისაკენ.გარდა ამისა გერმანელი სწავლული ლუის იმასაც შეახსენებდა,რომ ეგვიპტის დაპატრონებით საფრანგეთი სრულად დაუფლებოდა აღმოსავლეთში ვაჭრობას.დაასახელეთ იმ გერმანელი ფილოსოფოსისა და სწავლულის ვინაობა,რომელმაც ზემოაღნიშნული რჩევით მიმართა ფრანგ გვირგვინოსანს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი (1648-1716 წლები). – (ავტორი გენია.ჯი)