ლუი მარი მაქსიმილიენ დე კაფარელი დიუ ფალგა – “ეპიზოდი”
1795 წლის 7 დეკემბერს გამართული ერთ-ერთი ბრძოლის მიმდინარეობისას საფრანგეთის საინჟინრო არმიის ბრიგადის გენერალმა - ლუი მარი მაქსიმილიენ დე კაფარელი დიუ ფალგამ (1756-1799 წლები) მარცხენა ფეხში იმდენად მძიმე ჭრილობა მიიღო,რომ მედიკოსებს ფეხის ამპუტირების გარდა სხვა გზა აღარ დარჩათ. (ავტორი გენია.ჯი) სახელოვანი გენერლის მოკვეთილი ფეხი კი,თავის მხრივ,სამშობლოში იქნა დაკრძალული.მიუხედავად ამისა,ნაპოლეონ ბონაპარტმა ცალფეხა გენერალი ეგვიპტის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო კამპანიაში მაინც თან იახლა და მას არა მხოლოდ საფრანგეთის საინჟინრო ჯარები ანდო,არამედ სამეცნიერო კომისიის ხელმძღვანელადაც დანიშნა.
ეგვიპტეში შესულ საფრანგეთის არმიას ბედუინთა თავდასხმები დიდ დისკომფორტს უქმნიდა.გარდა ამისა,ფრანგებს სურსათ-სანოვაგისა და სასმელი წყლის პრობლემაც აწუხებდა,რაც ჯარისკაცებში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.შექმნილი ვითარების გამოისობით ჯარისკაცები ღიად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას მთავარსარდლობის მიმართ.გახშირდა თვითმკვლელობის აქტებიც.არმიაში მორალური სულისკვეთების ასამაღლებლად მათ რიგებში მყოფი მეცნიერები ჯარისკაცებს მოუთხრობდნენ ეგვიპტის სახელოვან წარსულსა და მის ამოუწყველ სიმდიდრეზე.სხვა ფრანგი მეცნიერების მსგავსად,ჯარისკაცებს ანალოგიური სახის ლექციებს კაფარელიც უკითხავდა.ერთ-ერთი ასეთი ლექციის მიმდინარეობის დროს,ცალფეხა გენერალს მოთმინებიდან გამოსულმა რიგითმა ფრანგმა ჯარისკაცმა სიტყვა შემდეგი გამოსვლით შეაწყვეტინა – “თქვენ რა გენაღვლებათ,ცალი ფეხი საფრანგეთში გაქვთო”.ჯარისკაცს მხედველობაში,რაღა თქმა უნდა,საფრანგეთში დაკრძალული კაფარელის მარცხენა ფეხი ჰქონდა. – (ავტორი გენია.ჯი)