კოლა იდრომენო – “და ტონი”
“და ტონი” – წარმოადგენს გამოჩენილი ალბანელი მხატვრის,სკულპტორისა და ალბანურ სახვით ხელოვნებაში რეალიზმის ფუძემდებელი ალბანელი მხატვრის – კოლა იდრომენოს (1860-1939 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შესანიშნავ სურათს. (ავტორი გენია.ჯი) სურათის სიმაღლე 70 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე – 65 სანტიმეტრია.აღნიშნულ ტილოზე მუშაობა ავტორმა 1883 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ იდრომენოს ყველაზე საუკეთესო ნამუშევრად აღიარებულ ტილოს – “და ტონი”-ს,რომელმაც იმთავითვე უდიდესი მოწონება დაიმსახურა სახვითი ხელოვნების მოყვარულებში,სპეციალისტებმა – “ალბანური მონა ლიზაც” კი უწოდეს.ვენეციაში ყოფნის პერიოდში კოლა იტალიელი გენიოსების მრავალ შედევრს გაეცნო,რამაც მის შემდგომ შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია.ბიზანტიურ და შუა საუკუნეების გოთიკურ ტრადიციულ სტილში მომუშავე ხელოვანმა 1883 წელს საკუთარი დის – ტონის პორტრეტი დახატა,რომელიც თავის მხრივ,უმალვე აღიარეს პირველი ფსიქოლოგიური ჟანრის პორტრეტად ალბანურ სახვით ხელოვნებაში.
ტილო ასახავს ეროვნული (ალბანური) ტანისამოსით შემოსილ ახალგაზრდა ქალს,რომელიც მარცხენა ხელით სახეს იფარავს თეთრი ვუალით.საყურადღებოა,რომ იდრომენოს მიერ სურათზე გამოსახული საკუთარი დის თეთრი ტანისამოსი,ქალის სულიერ სისუფთავესა და მოკრძალებას უსვამს ხაზს.
დღესდღეობით,”ალბანურ მონა ლიზად” წოდებული კოლა იდრომენოს საუკეთესო ნამუშევარი – “და ტონი” დაცულია ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში განთავსებულ “სახვითი ხელოვნების ეროვნულ გალერეაში”. – (ავტორი გენია.ჯი)
კოლა იდრომენო