მურმან ლებანიძე – „ჩემი საქართველო აქ არის”

ქვეყნად გაზაფხულის კვლავაც დამხატველო

ცის რა სულის თქმა ხარ, რა ქარის?

მოდი ალვის ხეებს წელზე მოეხვიე

ჩემი საქართველო აქ არის.

* * *

ჩემო სიამაყევ, ჩემო სადარდელო

ჩემი საქართველო აქ არის,

მეც აქ ჩემი ღამე უნდა გავათენო

ჩემი საქართველო აქ არის…

* * *

ლაღი სარბიელი, ლაღი მთა და მდელო

ლაღი მიმოქცევა ცა შორი,

ახალ თაობათა მოსვლავ სანატრელო

შენ ხარ შუქი ჩემი ჭაღარის.

კომენტარის დატოვება