ლერი ალიმონაკის მოსაზრებები…

“საკვირველია,ხშირად ძაღლს აქვს მორიდების,დარცხვენის გრძნობა,კაცს – არა”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“საცა ნივთების თაყვანისცემაა,საცა ფუფუნების აღზევებაა,დანაშაულიც იქვეა ჩასაფრებული”.

* * *

“ერთადერთი იმედი და სასოება,რაც საბოლოოდ სასოწარკვეთილებაში არ გვაგდებს,ქართული ეკლესიაა,თავის ავტოკეფალურ უზენაეს უფლებებში აღმდგარი,აღორძინებული, და მისი საჭეთმპყრობელი პატრიარქი,უწმიდესი და უნეტარესი,ილია მეორე.

უფალი შეგვეწევა”.

* * *

“ჯვარს იმას აცვამენ, ვინც ღვთის მართალ სიტყვას მსხვერპლად ეწირება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“საზოგადოება სამწუხაროდ,ხშირად ყრუა,ვერ არჩევს ცრუს ჭეშმარიტისგან”.

* * *

“ცხოვრება – პოლიტიკაა”.

* * *

“ადამიანებს ნაწილობრივ გვესმის ერთმანეთის,მრავლის მიმართ – ყრუნი ვართ.ასეთია კაცთა მოდგმის ბუნება,რა ვქნათ”.

* * *

“ვიყიდე შაქარი,პური.ვსვამ ჩაის და ვაყოლებ ცრემლებს.აი,ესეც ჩვენი ცხოვრება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება