ჰენრი ლუის სტიმსონი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს ამერიკულმა სამხედრო ავიაციამ ატომური ბომბების ჩამოგდებით პირისაგან მიწისა აღგავა ორი იაპონური ქალაქი – ჰიროსიმა და ნაგასაკი,რასაც საუბედუროდ,ათეულათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ აშშ-ის ხელისუფლების თავდაპირველი გეგმის თანახმად ბირთვული იარაღით უნდა დაბომბილიყო ქალაქი კოკურა და იაპონიის იმპერიის უწინდელი დედაქალაქი – კიოტო.კოკურას დაბომბვას ხელი ნისლმა შეუშალა,ხოლო კიოტო კი ამ საშინელ აქტს ამერიკის შეერთებული შტატების იმ დროინდელი ომის მდივნის - ჰენრი ლუის სტიმსონის (1867-1950 წლები) უშუალო ძალისხმევით გადაურჩა,რადგან სტიმსონი ერთობ მოხიბლული გახლდათ ამ უძველესი იაპონური ქალაქით,სადაც მან 1929 წელს “თაფლობის თვე” გაატარა ახლად შერთულ მეუღლესთან ერთად. – (ავტორი გენია.ჯი)