იცით თუ არა,რომ
1. რომის დიქტატორსა და მხედართმთავარს – ლუციუს კორნელიუს სულას (ძვ.წ.აღ-ით 138-78 წლები),თავისი სასტიკი ბუნებისა და შურისმაძიებელი თვისების გამო – “ბოროტებით ბოროტების მკურნალს” უწოდებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. “მეფის ხვედრია: კარგის ქმნისთვის ავი ისმინოს”, – ამბობდა ალექსანდრე მაკედონელი.
* * *
3. გენიალური ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი – საწოლს ყველაზე სახიფათო ადგილად მიიჩნევდა დედამიწაზე,რადგან სწორედ საწოლში დალია სული ადამიანთა უმრავლესობამ.
* * *
4. თამბაქოს კვამლი 1000-ზე მეტ ქიმიურ შენაერთს შეიცავს,რომელთაგან 50 კანცეროგენული ნივთიერებებია,რომლებიც თავის მხრივ,ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის ალბათობას იწვევს ადამიანებში.
* * *
5. ევროპაში პირველი მინა ჯვაროსნებმა (ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში) აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოიტანეს.
* * *
6. 1981 წელს დაარსებული პოპულარული ამერიკული მეტალ-ჯგუფი – “მეტალიკა”,ერთადერთი მუსიკალური კოლექტივია,რომელმაც ერთი წლის განმავლობაში (2013 წელი) დედამიწის ყველა კონტინენტზე (მათ შორის ანტარქტიდაზე) გამართა საკონცერტო ტურნე. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ფაქტია,რომ აწგანსვენებული დიდი ბრიტანელი როკ-მუსიკოსი და “ბითლზის” ერთ-ერთი წამყვანი წევრი – ჯონ ლენონი ხშირად იძინებდა – კუბოში.
* * *
8. “დაპყრობილ ქალაქებს ღმერთები ტოვებენო”, – ამბობდა გენიალური ძველბერძენი დრამატურგი და ევროპული ტრაგედიის მამად წოდებული – ესქილე. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
9. ონკანი,რომლითაც შესაძლებელი გახდა ცივი და ცხელი წყლის რეგულირება,გამოგონებული იქნა 1939 წელს ალ მონეს მიერ.
* * *
10. პეტრე ბაგრატიონის მამის – იოანე ბაგრატიონის ოჯახი სავსე იყო ქართული ხელნაწერებით,თბილისში და რუსეთში გამოცემული წიგნებით.გარდა ამისა,იოანეს ოჯახის ყველა წევრმა კარგად იცოდა როგორც ქართული ენა,ასევე რუსული,სპარსული და ფრანგული ენები.