სამშობლოში დაბრუნების მოსურნე ებრაელის მახვილგონიერი პასუხი

მას შემდეგ,რაც საბჭოთა კავშირმა ებრაელებს ნება დართო თავიანთ პირველსამშობლოს დაბრუნებოდნენ,ისრაელში გასამგზავრებლად ქუთაისში მაცხოვრებელი ერთ-ერთი ებრაელი – გაბრიელ აბრამიჩიც მოემზადა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ინფორმაცია მალევე ქუთაისის უშიშროების სამსახურისათვის გახდა ცნობილი,რის გამოც იგი სუკი-ს ადგილობრივ განყოფილებაში გადაიყვანეს გამოსაკითხად.

- თუ იცი,სად მიდიხარ? – ჰკითხეს აბრამიჩს.

- ეგ არ ვიცი,დაგენაცვლე,მაგრამ საიდან მივდივარ,ეს კი დანამდვილებით ვიციო, – უპასუხა საბჭოთა ჯოჯოხეთიდან თავდახსნის მოსურნე ებრაელმა მეპონჩიკემ უშიშროების თანამშრომელს დასმულ შეკითხვაზე. – (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ამონარიდი ლერი ალიმონაკის წიგნიდან – “შვიდი დღის ქრონიკა”.

კომენტარის დატოვება